საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დასავლეთ ევროპის ყველაზე მასშტაბურ კიბერსწავლებას შეუერთდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დასავლეთ ევროპის ყველაზე მასშტაბურ კიბერსწავლებას შეუერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს გუნდი პირველად მიიღებს მონაწილეობას დიდი ბრიტანეთის არმიის მიერ ორგანიზებულ კიბერსწავლებაში Defence Cyber Marverl 2.

„სწავლება რეალურ დროში კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და საინფორმაციო სისტემებზე კიბერშეტევების სიმულირებას ითვალისწინებს და მონაწილე გუნდების კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად. თებერვალში დაგეგმილი სწავლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ბრიტანულ მხარეს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერშესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება.

კიბერუსაფრთხოების ბიურო, პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით ხელს უწყობს თავდაცვის სფეროში კიბერუსაფრთხოების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებასა და ამ კუთხით ნატოსა და ევროკავშირის სტანდარტებთან თავსებადობას. ბიუროს მონაწილეობა ტექნიკური პერსონალის შესაძლებლობების ზრდაზე ორიენტირებულ ღონისძიებებში მომავალშიც გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - სრულიად გაუგებარია, ან ხელისუფლების მხარდამჭერებს რა უხარიათ და ან ხელისუფლების ოპონენტებს, რეალურად, მნიშვნელოვანი ცვლილება ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად არ მომხდარა
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლების პოლიტიკურ ელიტას პოლიტიკური კომპასი აერია და შეუქცევადად მცდარი დასკვნების სამყაროში შევიდა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.06.2024
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ტურბომიკრონ G - დაივიწყეთ ვენური პრობლემები
თბილისში „ბარამბოს“ სანაყინე ჯიხურები გაიხსნა
გაიაქტიურე სილქნეტის 90-დღიანი პაკეტები მთელი ზაფხულისთვის
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი