მარიამ ჯიშკარიანი პენიტენციური დეპარტამენტის იურისტს - ტერმინი „ჭკუასუსტობა“ დიდი ხანია არ გამოიყენება და გთხოვთ, ამოიღოთ ხმარებიდან - დემენცია ბევრჯერ დაგიდასტურეთ

მრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენ სუბიექტური ხართ და პაციენტის დისკრიმინაცია გინდათ , - ასე მიმართა ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა პენიტენციური დეპარტამენტის იურისტს ნიკა აბრამიშვილს მას შემდეგ, რაც მან ჯიშკარიანს ჰკითხა, ადასტურებს თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს გამოხატული ჭკუასუსტობა ანუ დემენცია.

მარიამ ჯიშკარიანის განმარტებით, ტერმინი ჭკუასუსტობა დიდი ხანია აღარ იხმარება და მისი გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ პაციენტისადმი დამოკიდებულებას გამოხატავს.

„ჭკუასუსტობა - ტერმინი, დიდი ხანია არ გამოიყენება და გთხოვთ, ამოიღოთ ხმარებიდან ეს ტერმინი. ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენს ხასიათობრივ მიმართებას გამოხატავს პაციენტისადმი და მინდა გითხრათ, რომ მრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენ სუბიექტური ხართ და პაციენტის დისკრიმინაცია გინდათ. რაც შეეხება დემენციას, ბევრჯერ დაგიდასტურეთ უკვე.

ამასთან, დაუზუსტებელი დემენცია რითია გამოწვეული, თუ დაადგენთ, ახლა ამოწურული იქნება პრობლემა და სააკაშვილს ვუმკურნალებდით. დაუზუსტებელი დემენცია, რითია გამოწვეული - ამ შემთხვევაში ინტოქსიკაცია დგას ალბათობის მაღალ კატეგორიაში. მაგალითად, ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ჩვენი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სხვა ქიმიური ნაერთებიც არის გამოსარიცხი. რომ დავაზუსტოთ, რითია გამოწვეული [დემენცია],გვჭირდება სრული ტოქსიკოლოგიური კვლევა, მათ შორის ქიმიური და რადიაქტიური ნაერთების“,- განაცხადა ჯიშკარიანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო