ზვიად ზვიადაძე - ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელებზე მოქალაქეებს ყოველი თვის ბოლო 10 დღის განმავლობაში გადაადგილების საშუალება მიეცემათ

ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით არსებულ ე.წ. გადასასვლელებზე ამჟამად არსებული გადაადგილების პრაქტიკა გაგრძელდება. ამის შესახებ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში ერგნეთში დღეს გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ზვიადაძის განცხადებით, შეხვედრის ცხინვალელმა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ გადასასვლელებზე ამჟამად მოქმედი პრაქტიკა გაგრძელდება და მოქალაქეებს ყოველი თვის ბოლო 10 დღის განმავლობაში გადაადგილების საშუალება მიეცემათ.

,,სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ერგნეთში დღეს გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჰუმანიტარულ საკითხებსაც, ერთ-ერთი ასეთი გახლავთ ე.წ. გადასასვლელებზე გადაადგილება. როგორც შეხვედრის ცხინვალელმა მონაწილეებმა აღნიშნეს, ამჟამად არსებული პრაქტიკა გაგრძელდება და ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით არსებულ ე.წ. გადასასვლელებზე მოქალაქეებს ყოველი თვის ბოლო 10 დღის განმავლობაში გადაადგილების საშუალება მიეცემათ. რაც შეეხება ე.წ. ,,პროპუსკებს“, რომლებსაც მოქმედების ვადა ამოწურული აქვთ, მათ განაცხადეს, რომ პრობლემა არ იქნება და მიმართვის შემთხვევაში, მოხდება მოქმედების ვადაგასული ,,პროპუსკების“ შეცვლა“, - განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.

ცნობისთვის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში ერგნეთში დღეს რიგით 110-ე შეხვედრა გაიმართა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია