პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Citigroup-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

დავოსში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Citigroup-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ჯეი კოლინზს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა Citigroup-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან საბანკო და ფინანსური მომსახურების სფეროში თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები მიმოიხილა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არსებული საინვესტიციო პოტენციალი და ქვეყნის ფინანსურ ცენტრად გადაქცევის მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები. განსახილველ საკითხებს შორის იყო აგრეთვე საქართველოში გლობალური ბიზნესსერვისცენტრის გახსნის შესაძლებლობა.

Citigroup უმსხვილესი ამერიკული ფინანსური ინსტიტუტია, რომელსაც ფილიალები მსოფლიოს 19 ქვეყანაში აქვს, მათ შორის, აშშ-ში, მექსიკაში, დიდ ბრიტანეთში, ინდოეთში, უნგრეთში, პოლონეთსა და ირლანდიაში. კომპანიაში 210 000 ადამიანია დასაქმებული, მისი შემოსავალი კი, 2021 წლის მონაცემებით, 71 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
მირიან მირიანაშვილი - კავკასიაში დასავლეთის პოზიციების გაძლიერება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ტრენდი იქნება
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება