შალვა ხაჭაპურიძე - ჯიშკარიანმა დაადასტურა თავისი დასკვნის ავთენტურობა

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა მისი ხელმძღვანელობით გაცემული საექსპერტო დასკვნის ავთენტურობა დაადასტურა.

როგორც ხაჭაპურიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯიშკარიანმა თავისი დიაგნოზების პოზიცია დაიცვა.

„პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში ჩატარდა. მხარეებს შორის, ამაზე მეტი დაპირისპირებაც გვინახავს. მთავარი არის ის, რომ მარიამ ჯიშკარიანმა დაადასტურა, მისი ხელმძღვანელობით გაცემული საექსპერტო დასკვნის ავთენტურობა. მან ისაუბრა მის, როგორც ფსიქიატრის დიაგნოზებზე, ნევროლოგების დიაგნოზებზე. მთავარია ის, რომ ჯიშკარიანმა დაადასტურა თავისი დასკვნის ავთენტურობა და თავისი დიაგნოზების პოზიცია დაიცვა“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატის თქმით, ექსპერტები, რომლებსაც ვრცელი ინფორმაციის მიწოდება შეეძლოთ სასამართლოსთვის, უკვე დაიკითხნენ და შემდგომში, დღის განმავლობაში, შესაძლებელია 3-4 მოწმის დაკითხვა.

„პენიტენციურს იგივე მოწმეები ჰყავს, რაც ჩვენ. დამატებული ჰყავთ პენიტენციური სამსახურის სამი თანამშრომელი. მათი დაკითხვაც დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. არ მგონია, რომ ისინი დიდი ინფორმაციის მატარებლები იყვნენ“, - აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს