არაღიარებული ყარაბაღის ე.წ. მთავრობის განცხადებით, აზერბაიჯანმა გაზსადენი გადაუკეტა

აზერბაიჯანმა სომხეთიდან მთიანი ყარაბაღისკენ მიმავალი ერთადერთი გაზსადენი კვლავ გადაკეტა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.

ყარაბაღის ე.წ. მთავრობის ინფორმაციით, განიხილეს არსებულ ვითარებაში სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფის საკითხები.

„სახელმწიფო მინისტრმა ინფრასტრუქტურის დარგის წარმომადგენლებს დაავალა მიიღონ ზომები ამ ობიექტების ფუნქციონირებისა და მოსახლეობის მინიმალური საჭიროებების ალტერნატიული გზებით უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამავე ცნობით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე მსგავსი შემთხვევაა. ყარაბაღის ბლოკადის შემდეგ, მეორე დღეს, 13 დეკემბრის საღამოს, აზერბაიჯანმა ყარაბაღში გაზის მიწოდება შეწყვიტა. სტეფანაკერტმა მიიჩნია, რომ ეს „ჰუმანიტარული და ეკონომიკური ტერორიზმია, რომელსაც აზერბაიჯანი თანმიმდევრულად ახორციელებს არცახის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“.

უკვე ერთი კვირაა ყარაბაღს ელექტროენერგია სომხეთიდანაც არ მიეწოდება. აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სომხეთიდან შემოსული ერთადერთი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
მირიან მირიანაშვილი - კავკასიაში დასავლეთის პოზიციების გაძლიერება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ტრენდი იქნება
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება