უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა გადადგომის შესახებ ალექსეი არესტოვიჩის  განცხადება დააკმაყოფილა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსეი არესტოვიჩის თხოვნა არასაშტატო მრჩევლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დააკმაყოფილა. ამის შესახებ „უკრაინსკა პრავდას“ პრეზიდენტის პრესმდივანმა სერხი ნიკიფოროვმა განუცხადა.

კერძოდ, არესტოვიჩის გადაყენების ბრძანებას ხელს აწერს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მარია ვიტუშოკი.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დღეს დაწერა. ამის შესახებ მან „ფეისბუქზე“ განაცხადა და თან დაურთო განცხადების ფოტო.

„მე დავწერე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. მინდა მივიღო ცივილიზებული ქცევის მაგალითი: ფუნდამენტური შეცდომა ნიშნავს გადადგომას“, - განაცხადა მან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო