ნიდერლანდებმა უკრაინას შესაძლოა Patriot-ი მიაწოდოს

ნიდერლანდებმა უკრაინას შესაძლოა Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი მიაწოდოს. ინფორმაციას ამის შესახებ ნიდერლანდების საზოგადოებრივი მაუწყებელი NOS-ი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ამის შესახებ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრამდე განაცხადა.

ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე.

ნიდერლანდების საზოგადოებრივი მაუწყებლის თანახმად, ამსტერდამი განიხილავს გერმანიასთან ერთად Patriot-ის სისტემების უკრაინისთვის გადაცემას, მას შემდეგ, რაც ბერლინმა ამისთვის მზაობის შესახებ განაცხადა.

ცნობისთვის, ევროპაში Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები შეიარაღებაზე მხოლოდ გერმანიას, ნიდერლანდებსა და ესპანეთს აქვს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო