გურამ მაჭარაშვილი - ნატო და ევროკავშირი არ არის თვითმიზანი - თუ დავინახავთ, რომ სხვა მიმართულებით შეიძლება ქვეყნის გაერთიანება ან განვითარება, ამასაც ვიტყვით, არ მოგვერიდება

ევროინტეგრაცია ჩვენი კურსია, მაგრამ იქიდან ისეთი სიგნალები უნდა იყოს, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს არ უნდა ეხებოდეს , - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

მისი თქმით, ვინც დააპირებს, საქართველოს საქმეებში უხეშად ჩაერიოს, მიიღებს პასუხს.

ამასთან, მაჭარაშვილის თქმით, ნატო და ევროკავშირი არ არის თვითმიზანი და თუ დაინახავენ, რომ სხვა მიმართულებით შეიძლება ქვეყნის გაერთიანება ან განვითარება, ამაზეც ისაუბრებენ.

„საქართველოში რაც იყო ხელისუფლება, ის საქართველოს არ უდრიდა და შესაბამისად, ჩვენ გვაქვს იმედი, მოლოდინი და რა თქმა უნდა ასეცაა, რომ ამერიკაშიცაა ის საზოგადოება და ევროპაშიც, რომელთანაც ჩვენ შევძლებთ ურთიერთობას. ვინც დააპირებს, რომ საქართველოში ჩაერიოს უხეშად, ის მიიღებს იმ პასუხს, რაც აქვს დღეს საქართველოს საზოგადოებისგან.

ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნის ერთიანობა. ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის რაც იქნება სწორი, ის გვინდა. ნატო არ არის თვითმიზანი და არც ევროკავშირია თვითმიზანი. ევროკავშირი არის საშუალება, რომ ეკონომიკური ურთიერთობები რაც ვითარდება, კიდევ უფრო განვავითაროთ. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ სხვა მიმართულებით შეიძლება ჩვენი ქვეყნის გაერთიანება ან განვითარება, ჩვენ ამ მიმართულებასაც ვიტყვით, ეს არ მოგვერიდება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში აღნიშნა, „ხალხის ძალა“ აშშ-სთან და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობის მომხრეა, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს სუვერენიტეტის, არეულობისა და ომის ხარჯზე.

„ჩვენ გვინდა პარტნიორობა აშშ-სთან, გვინდა ევროკავშირთან ურთიერთობა და წევრობა, მაგრამ ეს არ გვინდა სუვერენიტეტის ხარჯზე, ეს არ გვინდა მოხდეს ომის ხარჯზე და ეს არ გვინდა მოხდეს იმ არეულობის ხარჯზე, რაც არის დაგეგმილი. ჩვენ ამას ვამბობთ. მთავარია, რომ ჩვენ ვხედავთ ფაქტებს.

ჩვენ სიმართლე გამოვიტანეთ საზოგადოებაში და საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად დაინახა. რეაქცია როგორია? - რადიკალურ ოპოზიციას 200 კაციც ვერ გამოჰყავს. 300 კაცია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოში და 200 კაცი ვერ გამოჰყავთ აქციაზე, რადგან შეიძლება 5 ნომერი უნდათ არჩევნებზე, მაგრამ არეულობა და ომი არავის უნდა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა