კომპანია Majid Al Futtaim-ის აღმასრულებელი დირექტორი - ვაგრძელებთ ჩვენი ბიზნესის ზრდისა და გაფართოების მიმართულებით აღებულ ვალდებულებას და გვსურს საქართველოში უკვე განხორციელებული კაპიტალდაბანდება 2025 წლისთვის გავაორმაგოთ

კომპანია Majid Al Futtaim-ის აღმასრულებელი დირექტორი ჰანი ვეისი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

ჰანი ვეისი აღნიშნავს, რომ ბიზნესის ზრდისა და გაფართოების მიმართულებით აღებული ვალდებულების ფარგლებში კომპანიას სურს საქართველოში უკვე განხორციელებული კაპიტალდაბანდება 2025 წლისთვის გააორმაგოს.

“დღეს დილით, 2023 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ვაგრძელებთ ჩვენი ბიზნესის ზრდისა და გაფართოების მიმართულებით აღებულ ვალდებულებას და გვსურს საქართველოში უკვე განხორციელებული კაპიტალდაბანდება 2025 წლისთვის გავაორმაგოთ.

განსახილველ საკითხებს შორის პირველ ადგილზე იყო მდგრადობა და ჩვენი გუნდების აქცენტირება განახლებად ენერგიაზე, რათა საქართველოში ჩვენი 80-ზე მეტი ობიექტისთვის უწყვეტი მიწოდება იქნეს უზრუნველყოფილი”,-აღნიშნავს ჰანი ვეისი.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში