პაატა გაფრინდაშვილი - 12 პრიორიტეტის მიღმა, მთავარია, ქვეყანამ აჩვენოს პოლიტიკური ნება, აჩვენოს, რომ მას აქვს დადებითი ტრაექტორია, ქვეყანა მიდიოდეს წინ დემოკრატიის გზაზე - თუ ამის ჩვენებას საქართველო შეძლებს, ევროკომისიის შეფასება დადებითი იქნება

ორგანიზაცია „გრასის“ ორგანიზებით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე ანგარიშის პრეზენტაცია და პანელური განხილვა გაიმართა. ღონისძიებას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. როგორც „საქართველოს რეფორმების ასოციაციის" ( GRASS) დირექტორი, პაატა გაფრინდაშვილი აცხადებს, თუ საქართველოს ხელისუფლება რეკომენდაციებს სრულად არ შეასრულებს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მიიღებს.

„ჯერჯერობით, არ არის შესრულებული ისეთი ფუნდამენტური პრინციპები, როცა საქმე ეხება მაგალითად, დეოლიგარქიზაციას, მართლმსაჯულების რეფორმას, უკეთესი მედიაგარემოს შექმნას და ა.შ. ჯერჯერობით ძალიან სერიოზული პრობლემებია, მაგრამ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, რომელიც ჯერჯერობით, სამწუხაროდ ისე არ არის, როგორც უნდა იყოს, მმართველი პარტიის მხრიდან პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ყველა ამ პირობის დინამიკაში ისე მოქცევაა შესაძლებელი, რომ ჯამში, ეს ყველაფერი ევროკომისიამ დადებითად შეაფასოს და კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭოს. ამ 12 პრიორიტეტის მიღმა, მთავარია, ქვეყანამ აჩვენოს პოლიტიკური ნება, აჩვენოს ის, რომ მას აქვს დადებითი ტრაექტორია იმისთვის, რომ ქვეყანა მიდიოდეს წინ დემოკრატიის გზაზე და არ იყოს რეგრესი. თუკი ამის ჩვენებას საქართველო შეძლებს, დამერწმუნეთ, რომ ევროკომისიის შეფასება დადებითი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს 12 პუნქტი შესაძლოა იქცეს ე.წ. მუდმივად მოძრავ მიზნად, რომელიც შეიძლება საბოლოოდ არ დაკმაყოფილდეს და დროში გაიწელოს",-განაცხადა პაატა გაფრინდაშვილმა.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო