პროფესორ გარი ჰემერის საჯარო ლექცია „ლიდერობა მედიცინასა და მეცნიერებაში“ გაიმართება

„ილიაუნის“ G 106 აუდიტორიაში 2 თებერვალს, 17:00 საათზე, მიჩიგანის უნივერსიტეტის ენდოკრინული ონკოლოგიის პროგრამის დირექტორი, ამერიკის ენდოკრინული საზოგადოების (Endocrine Society) ყოფილი პრეზიდენტი (დეტროიტი, აშშ), პროფესორი გარი ჰემერი საჯარო ლექციას თემაზე „ლიდერობა მედიცინასა და მეცნიერებაში“ გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ილიაუნი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოტივაციური და ინსპირაციული ლექცია დაფუძნებულია თავად პროფესორ გარი ჰემერის გამოცდილებასა და მეცნიერებასა და მედიცინაში მის მიერ განვლილ კარიერულ გზაზე.

„მომხსენებელი ისაუბრებს, როგორ შეუძლია საკუთარი მოწყვლადობის გაცნობიერებას, გახდეს ინსპირაციის წყარო, რათა სამყარო უკეთესობისკენ შევცვალოთ, გავითავისოთ კონცეფცია აქ და ახლა. ვიცხოვროთ ამჟამინდელ დროში, დრო და სივრცე გამოვიყენოთ განვითარებისთვის, სხვების შთაგონებისა და ჩვენ ირგვლივ არსებული გარემოსა და სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად. მომხსენებელი ასევე შეეხება ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობას, იმ კავშირს, ნდობასა და ურთიერთგაგებას, რაც აუცილებელია ექიმსა და პაციენტს შორის სრულყოფილი ურთიერთობის ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის ხანგრძლივ პერსპექტივაში.

გარი ჰემერი, MD, PhD, მიჩიგანის უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის, უჯრედული და განვითარების ბიოლოგიისა და მოლეკულური და ინტეგრაციული ფიზიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორია. ამჟამად როგორც ენდოკრინული ონკოლოგიის პროგრამის დირექტორი მოღვაწეობს როგელის კიბოს ცენტრში, სადაც უკავია პროფესორის თანამდებობა თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეების მიმართულებით.

მან MD და PhD ხარისხი ნეირომეცნიერებებში მიიღო ტუფტის უნივერსიტეტში, ხოლო რეზიდენტური – შინაგან მედიცინაში, შემდეგ – ენდოკრინოლოგიაში, დიპლომის შემდგომი განათლება კი – კალიფორნიის უნივერსიტეტში (სან-ფრანცისკო).

პროფ. გარი ჰემერმა ხელი შეუწყო მიჩიგანის თირკმელზედა ჯირკვლის მეცნიერთა გუნდის საქმიანობის ბოლოდროინდელ აღორძინებას. გუნდი აერთიანებს თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებათა შემსწავლელ მეცნიერებს.

მან UofM Jerome Conn-ის ჯილდო მიიღო შინაგანი მედიცინის გამორჩეული კვლევისთვის, ენდოკრინული საზოგადოების ედვინ ბ. ასთვუდის ჯილდო – კი გამორჩეული კვლევისთვის. გარი ჰემერი ASCI-ისა და AAP-ის წევრია. ვრცელი ბიოგრაფია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3Xiq3UG სამუშაო ენა: ინგლისური / დასწრება თავისუფალია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
„ბიბლუსში“ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა ყველაზე მარტივად დამწყებთათვის? - საბანკო ბარათის გამოყენებით
“თეთრმა კვადრატმა” მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაში, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით
დიდი საახალწლო შეთავაზებები, დაბალი საახალწლო ფასები - „კარფური“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა