სერგი კაპანაძე - დეპოლარიზაციის, დეოლიგარქიზაციის,ინსტიტუციური რეფორმების, მედიის შესახებ პუნქტებს "ქართული ოცნება" ან შეგნებულად არ ასრულებს ან არ აპირებს, რომ შეასრულოს - ამ თავების გარეშე ქვეყანას სტატუსის მიღება ძალიან გაუჭირდება

ორგანიზაცია GRASS-ის დამფუძნებლის სერგი კაპანაძის შეფასებით, „ქართული ოცნება" ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს არ ასრულებს, როგორიცაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემო და ა.შ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, GRASS-მა მოამზადა შუალედური მოხსენება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ასრულებს საქართველო იმ 12 მოთხოვნას, რომელიც ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად წამოაყენა.

"სამწუხაროდ, ჩანს, რომ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის დეპოლარიზაცია, მედიის მდგომარეობა, დეოლიგარქიზაცია, პროგრესი არ არის და ეს მიმართულებები არ სრულდება. სხვა მნიშვნელოვან თემებზე, რომელიც ეხება სასამართლო რეფორმას, ინსტიტუციურ რეფორმებს, ნაბიჯები არის გადადგმული, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ სრულდება ეს მოთხოვნები, ნაწილ მოთხოვნებზე, როგორიც არის მაგალითად, ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გადმოტანა, მეტწილად სრულდება. მარტივი დასკვნა არის ის, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, რიგი ინსტიტუციური რეფორმები, მედიასთან დაკავშირებული საკითხები, "ქართული ოცნება" ან არ აკეთებს შეგნებულად ან არ აპირებს, რომ გააკეთოს. ამიტომ, ეს პრობლემად რჩება. ჩვენი მოწოდება და მთავარი გზავნილი არის ის, რომ ამ მნიშვნელოვანი თავების შესრულების გარეშე, საქართველოს ძალიან გაუჭირდება, კანდიდატის სტატუსი მიიღოს",-განაცხადა კაპანაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება უნდა წარადგენდეს ანგარიშებს, თუ რას აკეთებს 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით.

„ჩვენ გვინდა, რომ ეს კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, ამ წუთში სანუგეშოდ არ არის საქმე, თუმცა, ჩვენი მოვალეობა არის ის, ამ თემაზე ვისაუბროთ და გამოვყოთ ის საკითხები, რომლის შესრულება კანდიდატის სტატუსის მიღებამდე მიგვიყვანს",-განაცხადა კაპანაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს