კახა კალაძემ საახალწლო ღონისძიებებში ჩართულ მხარეებს მადლობა გადაუხადა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საახალწლო ღონისძიებებში ჩართულობისთვის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და მეწარმეებს მადლობა გადაუხადა.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მადლობას იმსახურებს ყველა, ვინც მონაწილეობა მიიღო იმაში, რომ თბილისის სტუმრებს სადღესასწაულო დღეები საინტერესოდ და ხალისიანად გაეტარებინათ.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს ახალი წელი, შობა, ძველით ახალი წელი. ყველას გისურვებთ წარმატებებს, წინსვლას, დღეგრძელობას, ბედნიერებას და რაც მთავარია, მშვიდობასა და სულიერ სიმშვიდეს. 2023 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ახლახან დასრულდა და მინდა, გაწეული შრომისთვის მადლობა გადავუხადო თბილისის მერიის თითოეულ თანამშრომელს, ყველას ვინც ჩართული იყო პროცესში და ყველაფერი გააკეთა, რომ თბილისელებს და ჩვენი ქალაქის სტუმრებს სადღესასწაულო დღეები საინტერესოდ და ხალისიანად გაეტარებინათ. გარდა ამისა, მადლობას ვუხდი კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც ამ პროცესებში იყვნენ ჩართული. მათ სხვადასხვა ადგილი, სკვერი, პარკი გაალამაზეს. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო გაიზრდება ასეთი კომპანიების რიცხვი. ასევე, მადლობა ყველა მეწარმეს, ვინც „საახალწლო სოფლის“ მოწყობაში იყო ჩართული და ქმნიდა სასიამოვნო გარემოს იქ მისული ადამიანებისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ქართული ესტრადის წარმომადგენლებს, რომლებიც სხვადასხვა ღონისძიებაში ყოველდღიურად მონაწილეობდნენ. გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა განსაკუთრებული მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინისტრს, ვახტანგ გომელაურს გადაუხადა.

„განსაკუთრებული მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ვახტანგ გომელაურს. ასევე, შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, ვინ ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნავდა და გვეხმარებოდა. გასულ წლებთან შედარებით, საახალწლო ღონისძიებები წელს საკმაოდ მასშტაბური და მრავალფეროვანი იყო, რაც გამოიხატა ორბელიანის მოედანსა და 9 აპრილის ბაღში მისული დამთვალიერებლების განსაკუთრებით დიდი რაოდენობით. აღსანიშნავია, რომ არა მარტო პატარებს, არამედ ყველა ასაკის დამთვალიერებელს მოეწონა ჩვენი „საახალწლო სოფელი“, რაც განსაკუთრებით მახარებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024