კახა გოგოლაშვილი ევროკომისიის რეკომენდაციებზე - ხელისუფლებამ თვეში ერთხელ მაინც უნდა წარმოადგინოს ღია ანგარიში - საჭიროა, საზოგადოებამ იცოდეს, რა პროგრესი გვაქვს ან რაში გვაქვს ჩამორჩენა

„რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება ანგარიშებს უნდა წარადგენდეს იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, დრო ჯერ არის, მაგრამ პრიორიტეტული საკითხების შესრულების კუთხით პრობლემებია.

„ხელისუფლებამ თვეში ერთხელ მაინც უნდა წარმოადგინოს ღია ანგარიში. საჭიროა, საზოგადოებამ იცოდეს იმის შესახებ, თუ რა პროგრესი გვაქვს ან რაში გვაქვს ჩამორჩენა, რომ უფრო აქტიური იყოს საზოგადოებაც. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ ხელისუფლება რა შედეგებს დებს, მათ შორის რა ანგარიშებს აგზავნის ევროკავშირის ინსტიტუტებში. ევროკომისია ანგარიშისთვის მზადებას დაიწყებს გაზაფხულზე და დაამთავრებს სექტემბრისთვის, როდესაც მთავარი შეხვედრა შედგება, რომელიც შეაფასებს პროგრესს გაფართოების არეალში. დრო არის, მაგრამ საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების მეტი ჩართულობა“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.

რაც შეეხება მოლოდინებს, ის აღნიშნავს, რომ რეკომენდაციების შესრულების კუთხით პრობლემები არსებობს.

„ჯერჯერობით, დიდი პრობლემებია, განსაკუთრებით პირველივე პრიორიტეტში, ეს არის დეპოლარიზაცია, რომელიც გაღრმავდა მას შემდეგ, რაც პირობა მოგვცეს. ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიტყვი, რომ ის შემცირდა. როგორც ჩანს, არ არის საკმარისი მცდელობები იმისთვის, რომ დეპოლარიზაცია მოხდეს და თანამშრომლობის გარემო ჩამოყალიბდეს",-განაცხადა გოგოლაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს