ანა ნაცვლიშვილი - უმრავლესობის წევრთა კომენტარებმა დაადასტურა, რომ ლევან ბერძენიშვილის ლექციის ჩაშლა ხელისუფლების დაგეგმილი იყო - ამ დონემდე რომ დაეშვა, ამისთვის უნდა „იმუშაო“, ვუსამძიმრებ „ქართულ ოცნებას“

ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებმა დაადასტურა, რომ ყვარლის ინციდენტი ხელისუფლების დაგეგმილი იყო - ამ დონემდე რომ დაეშვა, ამისთვის უნდა „იმუშაო“. ვუსამძიმრებ „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ლევან ბერძენიშვილის ლექციის ჩაშლის საკითხზე ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ძალადობრივ ჯგუფებს საკუთარი მიზნების განხორციელების და ანტიკონსტიტუციური ქმედებების საშუალება ეძლევათ, უაღრესად საშიშია საზოგადოებისთვის და ამას ლექსო ლაშქარავას სიკვდილი გვაჩვენებს, რომელიც „5 ივლისს სასიკვდილოდ იქნა გამეტებული და ფაქტი, რომ ბიოლოგიურად სიკვდილი დადგა რამდენიმე დღის შემდეგ, არ ამსუბუქებს ჯგუფური დანაშაულის სიმძიმეს“.

„ძალადობრივ ინციდენტთან და სრულიად უკანონოდ ჩაშლილ ლექციასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებმა დაადასტურა და ნათელი გახადა, რომ ეს ინციდენტი იყო სწორედ ხელისუფლების დაგეგმილი. სხვა შემთხვევაში, არანაირი ახსნა არ აქვს იმას, როგორ ვერ მოიძებნა ხელისუფლებაში ადამიანი, რომელიც მომხდარ უკანონობას თავის სახელს დაარქმევდა და შესაბამის უწყებებს მოუწოდებდა ადეკვატური რეაგირებისკენ. ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს კანონები, რომელიც არავის გაუუქმებია და როცა ხელისუფლების წარმომადგენლები აზროვნებენ და მოქმედებენ არა კანონით განსაზღვრული წესებით, არამედ ქუჩური მენტალიტეტით, ეს მათთვის სერიოზული სამხილია. „ქართული ოცნება“ რომ ძალადობაზე აფუძნებს თავის ხელისუფლებას, ამის პირველი მტკიცებულება არ არის ყვარელში მომხდარი ინციდენტი. ძალა, რომელიც ძალადობის დაგმობის სახელით მოვიდა ხელისუფლებაში, დღეს თავად გადაიქცა იმ პოლიტიკურ ძალად, რომლისთვისაც ძალადობა გახდა პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების მთავარი იარაღი. ამ დონემდე რომ დაეშვა, ამისთვის უნდა „იმუშაო“ და ვუსამძიმრებ „ქართულ ოცნებას“, რომ ასეთი რამ დაემართა. ვინც ამ ინციდენტს ამართლებს ხმამაღლა ან ჩუმად, შევახსენებ, რომ ლევან ბერძენიშვილი 2011-2012 წლებში ხელისუფლების ცვლილებაში აქტიურად მონაწილეობდა, შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარეც იყო და მაშინ, როგორც ჩანს, იმ ხალხისთვის მისაღები იყო, რომლებსაც თითი თითზე არ დაუკარებიათ მაშინ და სხვების ნაბრძოლზე დღეს კომფორტულად სხედან სკამებზე,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო