წელს თბილისის მერია რამდენიმე მნიშვნელოვან სოციალურ პროექტს განახორციელებს

წელს თბილისის მერია რამდენიმე მნიშვნელოვან სოციალურ პროექტს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა, უსახლკაროების პროგრამა, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, ვაუჩერი სოციალურად დაუცველი პენსიონერებს მედიკამენტების შესაძენად - ეს იმ პროგრამების მცირე ჩამონათვალია, რომელთა განხორციელებას თბილისის მერია 2023 წელს გეგმავს.

ამასთან, განმარტავენ, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტსა და მის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„მინდა, მოსახლეობას შევახსენო თბილისში, 2023 წელს განსახორციელებელი პროექტები, თუმცა, დავიწყებ იმით, რომ წლევანდელი ბიუჯეტი დამტკიცდა 1 მილიარდ 632 მლნ ლარის ოდენობით, თუმცა, გარდამავალი ნაშთი, რომელიც მათ შორის, გადაჭარბებული შემოსავლებისგან შედგება, დაემატება ამ ბიუჯეტს და ჯამურად 1 მილიარდ 760 მლნ ლარს მიაღწევს. რაც შეეხება ბიუჯეტის შესრულებას, გასულ წელს ბიუჯეტი შესრულდა 94 პროცენტით, ხოლო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი შესრულებულია 35 მლნ ლარის გადაჭარბებით. ამ წლის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. გვაქვს ორი მიმართულება: სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, რაც უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ჩვენს ბიუჯეტში და ინფრასტრუქტურული მიმართულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, 2023 წელს განსახორციელებელ პროექტებს შორის არის 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა. მერის განცხადებით, ეს იქნება რამდენიმეწლიანი შესყიდვა, რომელიც წელს დაიწყება. ასევე, წელსვე დაიწყება ახალი ავტობაზის მშენებლობა, აღნიშნული ავტობუსების მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.

ამასთან, დედაქალაქის მერმა კიდევ რამდენიმე სოციალური პროექტის გაგრძელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„წლევანდელი ბიუჯეტის ფარგლებში, გაგრძელდება უსახლკაროების პროგრამა. როგორც იცით, თბილისში დარეგისტრირებული გვყავს 400-მდე უსახლკარო ოჯახი. გასულ წელს 60 ოჯახი დაკმაყოფილდა მუნიციპალური საცხოვრებლით. აღნიშნული პროგრამა წელსაც გაგრძელდება, 80-მდე ოჯახი იქნება ფართებით დაკმაყოფილებული. ჩვენი მიზანია, რომ არც ერთი ოჯახი არ იყოს დედაქალაქში უსახლკაროდ. ასევე, გაგრძელდება ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით, 25 ავარიული კორპუსის ჩანაცვლებაზე მიმდინარეობს საქმის წარმოება. სამწუხაროდ, თბილისში გვაქვს ბევრი ავარიული შენობა-ნაგებობა, რომელთაც ავარიულობის სხვადასხვა ხარისხი აქვს მინიჭებული. პირველი საპილოტე პროექტი წარმატებით განვახორციელეთ და წელს გვექნება შესაძლებლობა, მეტი ასეთი პროექტის განხორციელების. მთავარია, რომ დაიდო კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ავარიული სახლების ჩანაცვლება ახალი, თანამედროვე არქიტექტურით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მისივე თქმით, სოციალურად დაუცველი პენსიონერების მედიკამენტების ვაუჩერის პროგრამა შეუფერხებლად გაგრძელდება.

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი