ანა ნაცვლიშვილი - ფაქტობრივად დაზარალებულებს დააკისრეს პასუხისმგებლობა - თუ ხელისუფლება პასუხისმგებლობას იხსნის, რომ ლიფტი, კიბე, შადრევანი უსაფრთხო იყოს, მაშინ რისთვის აფინანსებენ მოქალაქეები ხელისუფლებას?!

ფაქტობრივად დაზარალებულებს დააკისრეს პასუხისმგებლობა - თუ ხელისუფლება პასუხისმგებლობას იხსნის, რომ ლიფტი, კიბე, შადრევანი, ქუჩაზე გადასვლა, უსაფრთხო იყოს, რომ შენობიდან მინა არ ჩამოვარდეს და ბავშვს არ დაეცეს, მაშინ რისთვის აფინანსებენ მოქალაქეები ხელისუფლებას?! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ სადარბაზოების და ლიფტების მოწესრიგება მოსახლეობამ უნდა უზრუნველყოს.

ნაცვლიშვილის თქმით, მსგავსი განცხადებების ფონზე, მთლიანად კონცეფცია თუ რისთვის არსებობს ხელისუფლება და რისთვის ვაფინანსებთ სხვადასხვა უწყებებს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

„პასუხისმგებლობის ამხანაგობებისთვის დაკისრება მიუღებელია, ფაქტობრივად გამოვიდა ისე, რომ დაზარალებულებს დააკისრეს პასუხისმგებლობა. იმ საზოგადოებაში სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ყველასთვის ცნობილია, რომ მოქალაქეები ისეთი ობიექტების უსაფრთხოებას, როგორიც არის ლიფტი, ვერ უზრუნველყოფენ, ამისთვის სჭირდება მოქალაქეს სწორედ სახელმწიფო. გადასახადებს ამისთვის ვიხდით, რომ არსებობდეს შესაბამისი უსაფრთხოების სამსახურები, რომლებიც მოქალაქეების ჩართულობით, მაგრამ თავად აიღებენ პასუხისმგებლობას გამართულობაზე, უსაფრთხოებაზე და ფუნქციონირებაზე და თუ არსებობს რაიმე ალტერნატიული სქემა, მაშინ ხელისუფლება ამასთან დაკავშირებით ძალიან აქტიურად უნდა მუშაობდეს მოსახლეობასთან. სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი მძიმე ფაქტების შემდეგ, მუდმივად ვისმენთ ხელისუფლებისგან, რომ ყველაა ამ ქვეყნად პასუხისმგებელი ხელისუფლების გარდა, ეს არ არის მისაღები და დამაჯერებელი პასუხი. საქალაქო სამსახურები, არა მხოლოდ მერიის სამსახურები, მათ შორის ბევრი სსიპ-ი და ა(ა)იპ- ი იმიტომ არსებობს და იმიტომ იხდის ამ ადამიანების ხელფასს რიგითი მოქალაქე, რომ ამ რიგითი მოქალაქის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და თუ უსაფრთხო არ არის ლიფტი იქნება ეს თუ რომელიმე საჯარო სივრცე, ამის შესახებ მოქალაქეები იყვნენ ინფორმირებული. თუ ასეთი ტიპის საკითხებზე პასუხისმგებლობას იხსნის ხელისუფლება, რომ ლიფტი უსაფრთხო იყო, კიბე, ქუჩაზე გადასვლა უსაფრთხო იყოს, რომ შენობიდან მინა არ ჩამოვარდეს და ბავშვს არ დაეცეს, შადრევანი უსაფრთხო იყოს, მაშინ რისთვის აფინანსებენ მოქალაქეები ხელისუფლებას? რისთვის შეაქვთ ბიუჯეტში გადასახადი, მაშინ წავა და ამ თანხით კერძო კომპანიას დაიქირავებს, მთლიანად კონცეფცია ხელისუფლება რისთვის იქმნება და რისთვის ვაფინანსებთ სხვადასხვა უწყებებს კითხვის ნიშნის ქვეშ დგება,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, ვაზისუბანში 40 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ლიფტი და სადარბაზო მოსახლეობის საკუთრებაა და მისი მოწესრიგება, რეაბილიტაცია- განახლება მათ უნდა უზრუნველყონ. მისივე თქმით, მერია მზად არის, თანადაფინანსებით საცხოვრებელ კორპუსებში სხვადასხვა პროექტი განახორციელოს.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში