საბურთალოს რაიონის გამგებელი - 60 განაცხადია შემოსული ლიფტის სხვადასხვა ხარისხის დაზიანების შესახებ, საიდანაც 10-ის მდგომარეობა კრიტიკულია და გაჩერებულია

საბურთალოს რაიონის გამგებლის, გაიოზ ვასაძის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში 60 განაცხადია შესული ლიფტის სხვადასხვა ხარისხის დაზიანების შესახებ, საიდანაც 10-ის მდგომარეობა კრიტიკულია და გაჩერებულია.

როგორც გაიოზ ვასაძე განმარტავს, კანონის მიხედვით ყველა „ამხანაგობა“ ვალდებულია საკუთრებაში არსებული ლიფტის ექსპერტიზა ეტაპობრივად განახორციელოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამხანაგობა კანონის მიხედვით ვალდებულია ეტაპობრივად განახორციელოს საკუთრებაში არსებული ლიფტის ექსპერტიზა, ეს მან უნდა გააკეთოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს საიტზე მითითებული აკრედიტებული კომპანიების მიერ. ამის შემდეგ უნდა დარეგისტრირდეს ამ სააგენტოს საიტზე, რათა მომავალში სწორედ მართონ უსაფრთხოება.

საბურთალოს გამგეობაში 60 განაცხადია შემოტანილი სხვადასხვა ხარისხის დაზიანების შესახებ. აქედან 10 არის კრიტიკული, რომელიც გაჩერებულია, ჩვენ ვეხმარებით „ამხანაგობას“, რომ ამ ლიფტებს რეაბილიტაცია ჩაუტარდეს“, - აღნიშნავს გაიოზ ვასაძე.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს