დავით სიხარულიძე - ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს ეხება, რუსეთია, სხვა დანარჩენი არის აბსოლუტური ბოდვა, სისულელე და ტყუილი - ომში ჩათრევა და მსგავსი რიტორიკა გამოგონილია დრამატიზებისთვის

ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს ეხება არის რუსეთი, სხვა დანარჩენი არის აბსოლუტური ბოდვა, სისულელე და ტყუილი. ომში ჩათრევა და მსგავსი რიტორიკა გამოგონილია დრამატიზებისთვის, ეს საინფორმაციო ავტორიტარიზმის ფორმაა, რომ ქვეყანა მართონ მუდმივი ემოციური სტრესებით, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სიხარულიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ხელისუფლების წარმომადგენლების და „ხალხის ძალის“ მიერ დასავლეთის მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთისგან განსხვავებით, რუსეთი მხოლოდ ერთგულებას ითხოვს და სწორედ ამიტომ, ავტორიტარებისთვის ბევრად უფრო მიმზიდველია რუსეთთან ურთიერთობა, ვიდრე დასავლეთთან.

„მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს არის ივანიშვილის პოზიცია, „ხალხის ძალა“ ახმოვანებს სწორედ იმ პოზიციას, რომელიც ივანიშვილმა თქვა, რომ მისთვის იდეალურია სომხეთის საგარეო პოლიტიკა და გულისხმობდა არა, ფაშინიანის პერიოდს, არამედ ქოჩარიანის პერიოდს. ჩვენ ახლა თვალ-ყურს ვადევნებთ ინფორმაციული ავტორიტარიზმის რეჟიმის კონსოლიდირების პროცესს, რომლისთვისაც მიუღებელია დასავლეთი, რადგან დასავლეთი ითხოვს თავისუფლებას, ადამიანის უფლებების დაცვას, ხელისუფლებების დანაწილების პრინციპს, ხელისუფლების დემოკრატიული ინსტიტუტების აღმშენებლობას და რუსეთი არაფერს არ ითხოვს. რუსეთი ითხოვს ერთგულებას და მეტს არაფერს და სწორედ, ავტორიტარებისთვის ბევრად უფრო მიმზიდველია რუსეთთან ურთიერთობები ვიდრე დასავლეთთან. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რამე ფუნდამენტური ცვლილება არ მომხდარა მათ პოზიციებში, ყოველთვის ჰქონდათ ეს პოზიციები.

ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს ეხება არის რუსეთი, სხვა დანარჩენი არის აბსოლუტური ბოდვა, სისულელე და ტყუილი. ომში ჩათრევა და მსგავსი რიტორიკა გამოგონილია დრამატიზებისთვის, ეს საინფორმაციო ავტორიტარიზმის ფორმაა, რომ ქვეყანა მართონ მუდმივი ემოციური სტრესებით.

საქმე გვაქვს ძალიან ძველ და კლასიკურ მექანიზმთან - საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივების მექანიზმთან. თუ ატყობთ, ყოველ კვირას გამოდიან და საზოგადოების გამყოფ განცხადებებს აკეთებენ. ადამიანებს ერთმანეთი უნდა სძულდეთ, მიუღებლობა უნდა იყოს - ამის კულტივაციას აკეთებს ხელისუფლება“, - განაცხადა სიხარულიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო