იაგო ხვიჩია - საქართველოში პოლიტიკური თამაშის ეს ეტაპი უნდა დასრულდეს და უფრო საინტერესო პროცესი დაიწყოს, რისკენ მისასვლელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაა

საქართველოს მოსახლეობა დაიღალა ამ დაუსრულებელი „სანტა ბარბარათი“, რომელიც გამართულია „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის - ახლა ეს ყველაფერი კულმინაციაშია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობითა და იმით, რომ პარტია საკუთარ ლიდერს ციხიდან ვერ იხსნის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, საქართველოში პოლიტიკური თამაშის ეს ეტაპი უნდა დასრულდეს და უფრო საინტერესო პროცესი დაიწყოს, რისკენ მისასვლელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაა.

„არჩევნების წაგების შემდეგ კრიზისები პარტიაში ნორმალური მოვლენაა. მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება და ვერგამოშვებაც ისეთი ფაქტორია, რაც კრიზისს კიდევ უფრო მეტად აღვივებს.

მხარეებს ბევრჯერ შევთავაზე გამოსავალი, თუ როგორ შეიძლებოდა სიტუაციის დამშვიდება, მათ შორის პარტიის შიგნით. სერიოზულად არავინ მოგვისმინა. ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარე მოვლენების მიმართ დიდი ინტერესი არ გამაჩნია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დავინახავ, რომ პარტია იშლება და სხვა პოლიტიკურ რეალობაში აღმოვჩნდებით. მოგეხსენებათ, ამას ვგულშემატკივრობ!

შიდა პარტიული არჩევნები არის მისასვლელი გზა იქამდე, თუ როგორ დაიშალოს ბუნებრივად „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო