„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „დი ბი ეს ჯგუფი“ თელავში საცხოვრებელ კორპუსს აშენებს

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „დი ბი ეს ჯგუფი“ თელავში საცხოვრებელ კორპუსს აშენებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „საქართველოს ბანკი“ სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, დეველოპერული კომპანია „დი ბი ეს ჯგუფი“ თელავში 2 საცხოვრებელ კორპუსს, 7 500 კვ.მ. ფართობზე აშენებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 12 მილიონი ლარია. ბანკის ინვესტიცია კი 650 000 ლარს შეადგენს.

როგორც სამშენებლო დეველოპერული კომპანია „დი ბი ეს ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ალექსანდრე ბაკურაძემ აღნიშნა, ამ დრომდე, საქართველოს მასშტაბით არაერთი პროექტი განახორციელეს, მათ შორის ბათუმში, ზუგდიდსა და თბილისში.

„მოხარული ვართ, რომ „საქართველოს ბანკთან“ უკვე 6 წელია ვთანამშრომლობთ და მათთან პარტნიორობით თელავში ორ - 6 და 7 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ვაშენებთ, რომელიც მწვანე კარკასით ჩაბარდება. ამ დრომდე, საქართველოს მასშტაბით არაერთი პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის ბათუმში, ზუგდიდსა და თბილისში. სამომავლოდაც „საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობას ვგეგმავთ, და მჯერა, ერთობლივი ძალებით კიდევ უფრო მეტად შევუწყობთ ხელს სამშენებლო სექტორის გაძლიერებას“, - განაცხადა ალექსანდრე ბაკურაძემ.

როგორც „საქართველოს ბანკის“ საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა, გრიგოლ სალიაშვილმა აღნიშნა, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ პრიორიტეტს სამშენებლო და დეველოპერული პროექტების ხელშეწყობა წარმოადგენს, განსაკუთრებით რეგიონებში.

„ მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია, მსგავსი სახის პროექტების განხორციელებაში ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ. გვჯერა რომ მსგავსი მხარდაჭერით ვეხმარებით აღნიშნულ სექტორს განვითარებაში, რეგიონს ეკონომიკის ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. კომპანია ამჟამად 150 ადამიანს ასაქმებს, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. „დი ბი ეს ჯგუფს“ წარმატებას ვუსურვებთ საქმიანობაში, ჩვენ კი კვლავ გავაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას“, - განაცხადა გრიგოლ სალიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა