ChatGPT და ხელოვნური ინტელექტი - BTU ახალი პროექტების სერიას აანონსებს

კვლევითი პროექტები, პანელური დისკუსიები, ჰაკათონები, ექსპერიმენტები და სტუდენტური კონკურსები, ახალი ციფრული პროდუქტების შექმნა და სხვა აქტივობები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული რევოლუციური პლატფორმის გარშემო იგეგმება.

იზრდება დისკუსია ახალი პროდუქტის, ChatGPT-ს გარშემო, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიური კვლევითი ორგანიზაციის, OpenAI-ს მიერ 2022 წელს შეიქმნა. მოდელი, რომელთან კომუნიკაციით დამუშავებული მეგამონაცემები, დროის უმცირეს მონაკვეთში მიეწოდება მომხმარებელს, შესაძლებლობას იძლევა სხვადასხვა სფეროს გარშემო ინფორმაციის მიღების, პროცესების დაგეგმვის, ახალი პროდუქტების შექმნის, კოდის დაწერის და სხვა ოპერაციების შესრულების, რასაც აღნიშნული დამხმარე ინსტრუმენტის გარეშე გაცილებით დიდი დრო და რესურსი დასჭირდებოდა. შესაძლებლობები და გამოწვევები ახალი ტექნოლოგიური ინსტრუმენტის გარშემო მრავალია. ერთი მხრივ, კვლევის საგანია ChatGPT-ს მიერ დამუშავებული ინფორმაციის სიზუსტე, აკურატულობა, ეთიკური საკითხები და სხვა. მეორე მხრივ, სტარტაპებისთვის, მრავალი მცირე თუ საშუალო კომპანიისთვის, რომელსაც მწირი რესურსის ფონზე მრავალი ამოცანის შესრულება უწევს, აღნიშნული დამხმარე ინსტრუმენტი შესაძლოა გახდეს დროითი და სხვა დანახარჯების შემცირების, ინოვაციური პროდუქტების შექმნის, პროცესების გაუმჯობესების ინსტრუმენტი.

უნივერსიტეტში, აღნიშნული პროექტების სერია ხელოვნური ინტელექტის ლაბის მიერ იქნება ორგანიზებული და მისი მიზანია პროდუქტის კვლევა და ანალიზი, იმ შესაძლებლობებისა და რისკების თუ გამოწვევების დემონსტრირება, რომელიც OpenAI-ს მიერ შექმნილი პლატფორმის მასიურ გამოყენებას შეიძლება თან ახლდეს.

ცნობილია ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიების შესახებ ინფორმაცია:

  • პანელური დისკუსია ChatGPT-ს გარშემო; პანელისტები: თათია წმინდაშვილი, უფროსი მკვლევარი, Impel, ანა კოლხიდაშვილი, R&D გუნდის ლიდერი, Impel, ზაალ გაჩეჩილაძე, Pulsar AI-ს თანადამფუძნებელი. დისკუსიაზე დასწრება თავისუფალია, წინასწარ რეგისტრაციით. სარეგისტრაციო ფორმა;
  • სტუდენტური ჰაკათონი - GPT-3 (და მისი API) BTU-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამის სტუდენტებისთვის;
  • სამეცნიერო კვლევითი პროექტი, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ბოტის გამოყენების შესაძლებლობების და რისკებს იკვლევს, აგრეთვე გაანალიზებს სწავლების მეთოდებს და ედტექის გლობალურ ბაზარს.

ზემოთხსენებული პროექტების გარდა, სხვადასხვა ინოვაციურ პროდუქტებს, უნივერსიტეტი ეტაპობრივად წარადგენს.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო