კიევის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია

უკრაინის შსს-ის ცნობით, კიევის ოლქში, ბროვარიში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია.

ამასთან, დაშავებულია 29 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი დაიღუპნენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის პრეს-სპიკერის, იური იგნატის თქმით, ჯერ ძალიან ადრეა ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო