ხათუნა სამნიძე - „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად ხელს უშლის სიღრმისეულ მსჯელობას, მისი მიზანია ნიჰილიზმი მაქსიმალურად გააღვივოს ქვეყანაში და არ მისცეს საზოგადოებას საშუალება, რომ ალტერნატივა დაინახონ

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, მას აქვს მოლოდინი, რომ შესაძლებელია, „ნაციონალური მოძრაობა“ არა დაიშალოს, არამედ გაიყოს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.

„მე არ მაქვს განცდა, რომ დაიშლება და გაქრება „ნაციონალური მოძრაობა“. შესაძლებელია გაიყოს პარტია. პარტიის გაყოფა და დაშლა მეც გამომიცდია, ურთულესია როცა პარტიაში ასეთი პროცესები მიდის, ვუსურვებ, რომ მალე გადალახონ და მაქსიმალურად ნაკლებად გამოვიდეს საჯაროდ ის დაპირისპირება და პრობლემები, რომელიც პარტიის შიგნითაა“, - განაცხადა სამნიძემ.

ამასთან, ხათუნა სამნიძემ „ქართული ოცნებაც“ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მუდმივად ცდილობს ზიზღის დათესვასა და ძალადობის წახალისებას.

„ქართული ოცნების“ ახალი პროექტი „ხალხის ძალა“ არ არის რომელიმე ძალა, ეს არის „ქართული ოცნების“ ნაწილი და ფორმალურადაც პარლამენტში ისინი არიან უმრავლესობის ნაწილი. არცერთი გადაწყვეტილება არ ყოფილა, რომელსაც ეს ჯგუფი არ დათანხმებია. „ქართული ოცნების“ ეს ნაწილი აჟღერებს იმას, რასაც ფიქრობს და თვლის სწორად „ქართული ოცნება“, მაგრამ არ ამბობს. პრაქტიკული ნაბიჯებითა და გადაწყვეტილებებით „ქართული ოცნება“ არის ეს "ხალხის ძალა". როდესაც მაღალჩინოსნებიდან არ ისმის ხმამაღალი განცხადებები, პარტიის ლიდერებისგან არ ისმის ხმამაღალი განცხადებები, რომელიც მკაფიოდ შეაფასებს რა მოხდა ყვარელში, ეს ნიშნავს, რომ ეს მარგინალური ძალები წახალისებულები არიან „ქართული ოცნების“ მხრიდან. როცა პრემიერი გამოდის 5-6 ივლისის საზარელი მოვლენების შემდეგ და ამბობს, რომ უმრავლესობა რასაც გადაწყვეტს ამ ქვეყანაში ისე იქნება, არ გვაინტერესებს უმცირესობის აზრი. აზრზე არაა, რომ ქვეყნის დემოკრატია იზომება იმით, როგორ არიან ქვეყანაში დაცული უმცირესობები და მოწყვლადი ჯგუფები. რა თქმა უნდა, ესეც არის ამ მოძალადე ძალების წახალისება. როცა ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ლევან ბერძენიშვილი ქვეყნის მტერია, ესეც არის წახალისება პირდაპირ. როცა ირაკლი ზარქუა ეთერში უვარდება კოლეგა დეპუტატს და იგინება, გალახვითა და ფიზიკური დაპირისპირებით იმუქრება, ესეც არის ძალადობის წახალისება.

მათ იციან, რომ პოლიტიკურად მოკვდებიან, თუ ეს ზიზღი არ დათესეს. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ნდობა არის ნულზე. ურთულესია ასეთ სიტუაციაში მუშაობა. ხელისუფლებას აქვს უნარი თემიდან თემა შეცვალონ ისე, რომ მაქსიმალური ყურადღება გადაიტანონ სხვადასხვა თემაზე და ვერ მოვასწროთ სიღრმისეულად მსჯელობა. ეს მეთოდი წინა ხელისუფლებასაც ჰქონდა, არაფერი ამაში ახალი არაა. „ქართული ოცნება“ ხელს უშლის მიზანმიმართულად სიღრმისეულ მსჯელობას. მისი მიზანია ნიჰილიზმი მაქსიმალურად გააღვივოს ქვეყანაში და არ მისცეს საზოგადოებას საშუალება, რომ ალტერნატივა დაინახონ. მუდმივად საუბრობს, რომ მე თუ არ ვიქნები, იქნება ომი, მე თუ არ ვიქნები, იქნება ციხეებში წამება, იქნება ეკონომიკური სიდუხჭირე. მაქსიმალურად ცდილობს შეაშინოს და შიში დათესოს. საშუალება, ეს რომ არ გაუვიდეს, ეს არის ღია დისკუსია და ღია დებატები“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა