გივი მიქანაძე - ხაბეიშვილი მერაბიშვილ-კეზერაშვილისთვის იდეალური კანდიდატია - უპირობოდ შეასრულებს ნებისმიერ მათ ახირებას, ბრძანებას თუ მითითებას

ხაბეიშვილი მერაბიშვილ-კეზერაშვილისთვის იდეალური კანდიდატია - უპირობოდ შეასრულებს ნებისმიერ მათ ახირებას, ბრძანებას თუ მითითებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხაბეიშვილს პარტიაშიც კი არ აღიქვამენ სერიოზულად და თავმჯდომარედ მისი დასახელება იმით არის განპირობებული, რომ მათ დავალებებს შეასრულებს.

„ხაბეიშვილი ყოველთვის მოქმედებდა საკუთარი, პირადი ინტერესებით, რეალურად ის არის კეზერაშვილ-მერაბიშვილის ფრთის კანდიდატი, რომელიც უპირობოდ შეასრულებს ნებისმიერ მათ ახირებას, ბრძანებას თუ მითითებას. შესაბამისად, ამ ადამიანებსაც უნდოდათ ისეთი კანდიდატი, რომელსაც ექნებოდა უპირობო მორჩილება მათ მიმართ, ამიტომ მოხდა ხაბეიშვილის შერჩევა, რომელიც მათთვის იდეალური კანდიდატია. ხაბეიშვილი პირველად "სტრატეგია აღმაშენებელში" გამოჩნდა და უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პარტია არაფრით განსხვავდება "ნაციონალური მოძრაობისგან". კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა ეს ადამიანი გამოარჩია იმით, რომ მატერიალური ინტერესებისადმი დიდი ცდუნება და მისწრაფებები აქვს და მორჩილად აღასრულებს ყველა დავალებას, ამიტომ გაკეთდა არჩევანი მასზე, თორემ მას და მის კანდიდატურად პარტიაშიც კი არასერიოზულად აღიქვამდნენ,"- განაცხადა მიქანაძემ.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
მირიან მირიანაშვილი - კავკასიაში დასავლეთის პოზიციების გაძლიერება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ტრენდი იქნება
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება