CIU-ს დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ზამთრის სკოლა სტუდენტების მიღებას იწყებს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ზამთრის სკოლაში მიღებას აცხადებს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ დარგის კვალიფიციური სპეციალისტებისგან საერთაშორისო პოლიტიკისა და დიპლომატიის, უსაფრთხოების, კონფლიქტებისა და სამშვიდობო პროცესების შესახებ ცოდნა მიიღონ.

„ზამთრის სკოლა ლექციებთან ერთად მოიცავს გასვლით ტურს, სადაც მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ. იხილეთ დეტალური ინფორმაცია: https://bit.ly/3QRxBvg

რეგისტრაცია – 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

იხილეთ სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3QGBJxO

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. 6 – 11 თებერვალი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისი, ჩარგლის ქუჩა 73, 307 აუდიტორია“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა