კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის პროექტის ფარგლებში BTU რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრებს იწყებს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ქალთა გადამზადების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო შეხვედრები და პროფესიული ორიენტაციის შეხვედრები იწყება. კოდინგის სკოლა ქალებისთვის ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ქალებისთვისაა განკუთვნილი და მასში მონაწილეობას 1500 კანდიდატი მიიღებს.

ბენეფიციარების გადამზადება Front-End დეველოპმენტის, Back-End დეველოპმენტის, UI/UX დიზაინის, გრაფიკული დიზაინის, ციფრული მარკეტინგის და ციფრული პროდუქტების ტესტირების მიმართულებით მოხდება. რეგიონალური შეხვედრების ფარგლებში, და იმ ვიდეო მასალებით, კანდიდატებს ექნებატ შესაძლებლობა გაიგონ მეტი ინფორმაცია აღნიშნული ტექ მიმართულებების შესახებ და სანამ კურსზე რეგისტრაციას გაივლიან, შეძლონ სასურველი კურსის შერჩევა. პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარების გადამზადება შემდეგი ლოკაციებიდან მოხდება: ახალციხე, ოზურგეთი, გორი და წეროვანის დევნილთა დასახლება, თელავი, ზუგდიდი, გალი, ამბროლაური და ონი, ტყიბული და წალენჯიხა.

რეგიონალური შეხვედრების განრიგი შემდეგნაირია:

  • გორი - 24 იანვარი 11:00 საათი, გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, 26 მაისის სანაპირო (ლომჭაბუკის სკვერი)
  • ახალციხე - 24 იანვარი 17:00 საათი, ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, შალვა ახალციხელის ქუჩა N2
  • თელავი, 25 იანვარი 13:00 საათი, ააიპ ზაირა არსენიშვილის სახელობის თელავის კულტურის ცენტრი, ჭადრის ქუჩა N5
  • წალენჯიხა 26 იანვარი 14:00 საათი, ქ.წალენჯიხის მთავარი ბიბლიოთეკის შენობა, თამარ მეფის ქუჩა N7
  • ზუგდიდი 26 იანვარი 18:00 საათი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზი, სართული 4, გამსახურდიას ქუჩა N45
  • ოზურგეთი, 27 იანვარი 13:00 საათი, ოზურგეთის ტექნოპარკი, ეგნატე ნინოშვილის ქუჩა N5
  • ამბროლაური 28 იანვარი 12:00 საათი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზი, ბრატისლავა-რაჭის ქ.N11
  • ტყიბული, 28 იანვარი 17:00 საათი, ტყიბულის N7 საჯარო სკოლა, ბრეგვაძის ქუჩა N14

საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე

ტექნოლოგიების მოდულების პარალელურად გადამზადება მოხდება ინგლისურ ენაში. გაიმართება კარიერული ბუთქემფები და დასაქმების ღონისძიებები, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია.

ეს გახლავთ ყველაზე მასშტაბური პროექტი, რაც ამ დრომდე საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის განხორციელებულა. ის USAID-ის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის პროგრამის თანადაფინანსებითა და მხარდაჭერით ხორციელდება. BTU-ს წამოწყება ითვალისწინებს არა მხოლოდ ბენეფიციარების გადამზადებასა და მათ დასაქმებაში მხარდაჭერას, არამედ რეგიონებში, სერჩეულ სკოლებში სასწავლო და სატრენინგო კომპიუტერული სივრცეების მოწყობასა და სხვა ინიციატივების განხორციელებას.

პროექტში მონაწილეობა სრულიად უფასოა. მონაწილეობა შეუძლიათ 16 წლიდან 40 წლამდე ქალებს.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა