ლევან იოსელიანი კახა კალაძის განცხადებაზე - „ხელების დაბანა“ სწორი არ არის - უსაფრთხოებაზე, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს

„ხელების დაბანა“ სწორი არ არის - უსაფრთხოებაზე, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, - ამის შესახებ "მოქალაქეების" დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ლიფტებთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, უსაფრთხოებაზე ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს მერიას, თუმცა, ეს ასე რეგულირებული არ არის და მერიას ეს პასუხისმგებლობა მოხსნილი აქვს. მიუხედავად ამისა, იოსელიანი აცხადებს, რომ მსგავსი განცხადებები მოქალაქეთა მიმართ, რომლებიც უწყების ფუნქციონირებას საკუთარი გადასახადებით აფინანსებენ მიუღებელია და ხაზს უსვამს იმას, რომ ზოგადად, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება.

"ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, როცა 2 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა გაუმართავ ლიფტს, ამ ამბის შემდეგ, მერიის კომენტარებიდან გამომდინარე, ბევრმა ადამიანმა მომწერა და არ იცოდნენ, რომ ლიფტები ეკუთვნის კორპუსებს, ყველას ჰქონდა წარმოდგენა, რომ მერიას ჰქონდა პასუხისმგებლობა მათ გამართულ მუშაობაზე. უკეთესი იქნებოდა და მერია ვალდებული იყო, რომ ეს ინფორმაცია აქამდე სცოდნოდათ მოქალაქეებს, რომ თვითონ ამხანაგობებს დაეწყოთ ამაზე ზრუნვა. მაგრამ აქ არის მეორე ფაქტორი - ლიფტი არის მომეტებული საფრთხის წყარო და გაუმართაობამ შეიძლება ის შედეგი გამოიწვიოს, რაც დადგა. ამიტომ მერიას აქვს თავის წილი პასუხისმგებლობა, როცა ადამიანის უსაფრთხოებას და სიცოცხლეს ეხება საქმე. ასე ხელების დაბანა, რომ ეს თქვენი საკუთრებაა, არ მიმაჩნია სწორად და არ მიმაჩნია, რომ მერია ასე უნდა ელაპარაკებოდეს იმ ადამიანებს, ვისი გადასახადითაც მერია ფუნქციონირებს.

სამწუხაროდ, მერიას მოხსნილი აქვს ეს პასუხისმგებლობა უსაფრთხოების ნაწილში, რომ თუნდაც პერიოდულად მოხდეს ლიფტების შემოწმება. ამ ლოგიკით, მაშინ ყველაფერზე შეუძლია სახელმწიფოს ხელები დაიბანოს და ყველაფერზე თქვას, რომ თქვენ თვითონ მიხედეთ პრობლემებს, ეს არ არის მიდგომა, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეს მერია. გასაგებია, რომ ამხანაგობებს აქვთ თავის ვალდებულება და შეიძლება მათ რაღაც გადაწყვეტილებები მიიღონ, შეიძინონ, განაახლონ, მაგრამ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, ყველა მიმართულებით, ლიფტი იქნება თუ სხვა რამ, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოს და ამ შემთხვევაში ეს პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს მერიას, სამწუხაროა, რომ ეს ასე არ არის დარეგულირებული,"- განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, ვაზისუბანში 40 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ლიფტი და სადარბაზო მოსახლეობის საკუთრებაა და მისი მოწესრიგება, რეაბილიტაცია- განახლება მათ უნდა უზრუნველყონ. მისივე თქმით, მერია მზად არის, თანადაფინანსებით საცხოვრებელ კორპუსებში სხვადასხვა პროექტი განახორციელოს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო