სახალხო დამცველობის ყოფილი კანდიდატის გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლებამ ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების თაობაზე გაცემული რეკომენდაციების უმეტესობა არ გაიზიარა

სახალხო დამცველობის ყოფილი კანდიდატის გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლებამ ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების თაობაზე მათ მიერ გაცემული რეკომენდაციების უმეტესობა არ გაიზიარა.

როგორც ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, ასევე არ შესრულდა ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, რაც სახალხო დამცველის არჩევას ეხებოდა.

„არაერთ პროცესში, მაგალითად, მართლმსაჯულების რეფორმის ჯგუფში ვმონაწილეობდით პარლამენტში და რეკომენდაციების 90%-ზე მეტი, რაც წარვადგინეთ ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებამ, აშშ-ის საელჩომ, არცერთი მათგანი არ გაიზიარეს. ყველა პრობლემა, რომელიც დღეს მართლმსაჯულებაში გვაქვს, ფაქტობრივად, უარყვეს. მესამე წინაპირობა, რაც მართლმსაჯულებას ეხება, ვფიქრობ, რომ შეუსრულებელია ისევე, როგორც სხვადასხვა წინაპირობები, რომელშიც ჩართულები ვიყავით", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე შეფასებით, ამ პუნქტების შესრულების თვალსაზრისით საქართველოს არასახარბიელო სიტუაცია აქვს.

„სახალხო დამცველის არჩევის პროცესში მონაწილეობდნენ ჩემი ჩათვლით დამოუკიდებელი კანდიდატები, რომლებიც სრულად ვაკმაყოფილებთ იმ მოთხოვნებს, რომელიც კანონმდებლობით არის დადგენილი, რომელსაც ევროკავშირი ითხოვდა და სამწუხაროდ, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს. მაგალითად, ჩემთან მიმართებით ერთადერთი კონტრარგუმენტი, რაც მოვისმინე იყო ის, რომ 20 ივნისს, როცა ევროკავშირის მხარდამჭერი აქციები იმართებოდა, მასში ვმონაწილეობდი. ამის გამო ჩემი სახალხო დამცველად არჩევა არ მოხდა, რაც ბუნებრივია, სისულელეა, აბსურდი და არცერთ შემთხვევაში არ შეესაბამება სიმართლეს", - განაცხადა ბურჯანაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო