დავით მათიკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესი გამოიწვევს შემდეგს: რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფება, რომლის ადგილი ჯანსაღ პოლიტიკურ სივრცეში არ არის, მარტივ მამრავლებად დაიშლება

ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესი საბოლოოდ გამოიწვევს შემდეგს: რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფება, რომლის ადგილი ჯანსაღ პოლიტიკურ სივრცეში არ არის, მარტივ მამრავლებად დაიშლება, - ეს განცხადება პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა გააკეთა.

მათიკაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაწყებული პროცესის მიზანია „ბინძური ფულის დაუფლების და ხელისუფლების ხელში ჩაგდების ინტერესი“.

„იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი სახე ბოლომდე ეჩვენებინა, პარტიული არჩევნები საკმარისი აღმოჩნდა. ისინი ფაქტობრივად, პოლიტიკურად საზოგადოების წინაშე გაშიშვლდნენ და დაანახეს თუ რისი გამკეთებლები იყვნენ და არიან დღეს - როგორც ერთმანეთის, ასევე რა თქმა უნდა, საზოგადოების მიმართ. არ ინდობენ ერთმანეთს, კომპრომატებით დარბიან, კანდიდატების დისკრედიტაციას ცდილობენ. ამ ყველაფრიდან კარგად ჩანს, მაშინ როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და ხელში ძალაუფლება ჰქონდათ, რა დოზით სჩადიოდნენ სიბინძურეს საკუთარი მოსახლეობის მიმართ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს