სოლომონ პავლიაშვილი სამუშაო ვიზიტით იაპონიაში, ტოკიოში იმყოფებოდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ნარჩენების მართვის მიმართულებით იაპონიის გამოცდილების გაზიარების მიზნით, სამუშაო ვიზიტით იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში იმყოფებოდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ იაპონიის გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართა მაღალი დონის შეხვედრა, სადაც მხარეებმა საქართველოსა და იაპონიის სახელმწიფოს შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ელჩი იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავა.

„იაპონიას ნარჩენების მართვის კუთხით მრავალწლიანი გამოცდილება და უმაღლესი სტანდარტი აქვს. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების გაზიარება ნარჩენების შეგროვების, სეპარირებისა და რეციკლირების მიმართულებით. მისასალმებელია, რომ „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპი, რომელიც ჩვენ დავნერგეთ, შეესაბამება იაპონიაში დანერგილ მიდგომებს, ხოლო მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მიმართულებით მიღებული გარკვეული რეგლამენტები თითქმის ანალოგიურია იმ რეგულაციების, რაც იაპონიაში მოქმედებს“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, იაპონიის გარემოსდაცვითი სანიტარიული ცენტრის პრეზიდენტმა, ჰიდეკი მინამიკავამ ქართულ მხარეს იაპონიის ნარჩენების მართვის პოლიტიკა და ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავებისთვის ქვეყანაში არსებული ინფრასტრუქტურა ადგილზე გააცნო.

სოლომონ პავლიაშვილმა ტოკიოს ნარიმას მუნიციპალური ნარჩენების ინსინერაციისა და ენერგიის აღდგენის, უკიშიმას მუნიციპალური ნარჩენების ინსინერაციისა და ნარჩენების სეპარირების, სამშენებლო და ნგრევის ნარჩენების წინასწარი დამუშავების ობიექტები, ტოკიოს მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი დაათვალიერა და ქალაქ კავასაკის ეკომომავლის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ცენტრს ესტუმრა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს