გურამ მაჭარაშვილი - ჩვენ ვსაუბრობთ არა იმაზე, რომ კონკრეტული ფაქტები და ინფორმაცია გვაქვს სააკაშვილის ლიკვიდაციის გეგმაზე, არამედ ლოგიკური ჯაჭვი შევკარით - სად წაიკითხეთ ჩვენი პირდაპირი ბრალდება?

ჩვენ ვსაუბრობთ არა იმაზე, რომ კონკრეტული ფაქტები და ინფორმაცია გვაქვს სააკაშვილის ლიკვიდაციის გეგმაზე, არამედ ლოგიკური ჯაჭვი შევკარით და ვთქვით, რომ საზოგადოება კარგად აკეთებს დასკვნებს და ახლა ეს დასკვნა უნდა გამოიტანოს, რომ შეიძლება ეს ვერსია არსებობდეს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად სწორია მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ მათი ანალიზის საფუძველზე პარტნიორების მიმართ მსგავსი ბრალდებები, მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ „პოლიტიკურად რა სწორია და არა, ამას საკუთარ თავზე იღებენ" და დასძენს, რომ ლიკვიდაციის გეგმაზე მტკიცებით ფორმაში არ უსაუბრიათ.

„მე ვერ გეტყვით აქ რაიმე ტიპის გამოძიების დაწყებაზე, ამას უწყებები თავად გადაწყვეტენ. თუ ვინმე შეიძლება ამ საქმესთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციის წყარო იყოს, ესენი არიან ადამიანები, ვინც ჩვენ მივუთითეთ. ჩვენი დაბარება ან ზოგადად საქმის აღძვრა უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს. ჩვენ ვსაუბრობთ არა იმაზე, რომ კონკრეტული ფაქტები და ინფორმაცია გვაქვს, არამედ იმაზე, რომ საჯაროდ რა ლოგიკური პროცესიც განვითარდა: განცხადებები ევროპარლამენტარების, ყოფილი თუ არსებული თანამდებობის პირების ამერიკაში თუ ევროპაში, მათი განცხადებები სიკვდილთან დაკავშირებით... ანუ ჩვენ რეალურად საზოგადოებას დავანახეთ ის სურათი, ჯაჭვი, რაც იკვრება განსაკუთრებით, ბოლო 2-3 თვის განმავლობაში.

ნახეთ, ეს რომ ბრალდება ყოფილიყო, ჩვენ ვიტყოდით ამას მტკიცებით ფორმაში, რომ უკვე დაგეგმილია მისი ლიკვიდაცია, ჩვენ ხომ ეს არ გვითქვამს? ჩვენ ლოგიკური პროცესებიდან გამომდინარე რაც ვითარდება, საჯარო განცხადებები მივიყვანეთ რაც იყო, ლოგიკური ჯაჭვი შევკარით და ვთქვით, რომ საზოგადოება კარგად აკეთებს ხოლმე დასკვნებს და ახლა ეს დასკვნა უნდა გამოიტანოს, რომ შეიძლება ამის ვერსია არსებობდეს.

სად წაიკითხეთ ჩვენი პირდაპირი ბრალდება? უნდა წაიკითხოთ იქ, მტკიცებით ფორმაშია ეს ნათქვამი თუ ვარაუდებზე დაყრდნობით და საჯარო მტკიცებულებებზე (განცხადებებზე)დაყრდნობით, რაც მოვიყვანეთ. პოლიტიკურად რამდენად სწორია ეს, ამას ჩვენს თავზე ვიღებთ, ამაზე თქვენ ნუ იდარდებთ. არც ის მოსწონდა ძალიან ბევრს როცა საუბარი დავიწყეთ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, მაგრამ შემდგომ რამდენიმე თვეში ჩვენ აღარ დაგვჭირდა ამის მტკიცებულებები, პირდაპირ გამოდიან დღემდე და ამბობენ მეორე ფრონტთან დაკავშირებით. ღმერთმა ქნას, რომ არ მოხდეს და არც არავის ამის სურვილი არ აქვს, უბრალოდ, ჩვენი ვალდებულებაა საზოგადოების წინაშე, რომ ლოგიკური პროცესები რაც დავინახეთ სააკაშვილთან დაკავშირებით, ვაცნობეთ საზოგადოებას და ხელისუფლებას", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ხალხის ძალამ“ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ „სააკაშვილის პატრონებს რჩებათ გეგმა B - მისი, როგორც ოქროს მოწმის მოშორება, სააკაშვილის სიკვდილის ხელისუფლებისთვის დაბრალება, ამ საბაბით კი ქვეყანაში მასობრივი არეულობის მოწყობა“.

ლევან იოსელიანი - სამწუხაროა, რომ საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპის მასშტაბით, ისევ მეორე ადგილზეა - ქვეყანაში 9 500 პატიმარია, ეს რიცხვი საკმაოდ მაღალია, მისი შემცირება შესაძლებელია
პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი