ზაზა ვაშაყმაძე დანიის ელჩს შეხვდა

ზაზა ვაშაყმაძე დანიის ელჩს შეხვდა

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე,ზაზა ვაშაყმაძე, დანიის სამეფოს დანიშნულ ელჩს საქართველოში, ანე ტოფტ სორენსენს შეხვდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ დანიის სამეფოს პირველ რეზიდენტ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„ზაზა ვაშაყმაძემ დანიელ დიპლომატს გააცნო საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, მოუთხრო რელიგიის სააგენტოს საქმიანობის, მისი პროექტებისა და აქტივობების შესახებ. სააგენტოს თავმჯდომარემ განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი, თანამედროვე მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, საქართველოში რელიგიურ თემებს შორის ჩამოყალიბებულ, ტოლერანტულ გარემოს.

სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა ის სავალალო და მძიმე მდგომარეობა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა შექმნილი როგორც რელიგიის თავისუფლების განხორციელების თვალსაზრისით, ისე საკულტო ნაგებობების განადგურების, მათი იერსახის თვითნებური ცვლილების თვალსაზრისით. მან, ასევე, ისაუბრა რელიგიის სააგენტოს მიერ გაწეულ საქმიანობაზე ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მიზნით, მათი კანონმდებლობის გაცნობისთვის გაწეულ საქმიანობაზე. მისი თქმით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როცა საქართველო მტკიცედ დგას ევროინტეგრაციის გზაზე.

ანე ტოფტ სორენსენმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს და აღნიშნა, რომ დანიის სამეფო მტკიცედ და ურყევად უჭერს მხარს როგორც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე, მის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. მან სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს