არჩილ თალაკვაძე - უკიდურესად დამწუხრებული ვარ ბროვარიში ვერტმფრენის გამანადგურებელი კატასტროფის გამო, რომელსაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - გამაგრდი, უკრაინა!

საქართველო - უკრაინის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე კიევის ოლქში, ბროვარიში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

ამის შესახებ ის „ტვიტერში“ წერს.

„უკიდურესად დამწუხრებული ვარ ბროვარიში ვერტმფრენის გამანადგურებელი კატასტროფის გამო, რომელსაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვების. ჩემი ღრმა სამძიმარი მსხვერპლთა ოჯახებს. გამაგრდი, უკრაინა!“ - წერს თალაკვაძე.

ცნობისთვის, კიევის ოლქში, ბროვარში, საბავშვო ბაღთან ახლოს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულია უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი. დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. ამასთან, დაშავებულია 29 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო