ლევან იოსელიანი - ნიკა მელიამ იმდენად გადაავადა პარტიული პრობლემა, რომ მას ეს პრობლემა, როგორც თავმჯდომარეს, გადაიყოლებს

ნიკა მელიას ამ ყველაფერზე ორი წლის წინ რომ ესაუბრა, დღეს იმ პრობლემების წინაშე არ დადგებოდა, რის წინაშეც დგას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც იოსელიანმა ამ კონტექსტში აღნიშნა, „პოლიტიკა მედიცინას ძალიან ჰგავს - თუ ჯანმრთელობის პრობლემას დიდი ხნით გადაავადებ, შეიძლება გადაგიყოლოს კიდევაც“.

ნიკა მელიამ იმდენად გადაავადა პარტიული პრობლემა, რომ მას ეს პრობლემა, როგორც თავმჯდომარეს, გადაიყოლებს. მელიას ეს ადამიანები რომ ემხილა და ეთქვა, რომ გლდანში უპირისპირდებოდნენ, „ქართული ოცნების“ საქმეს აკეთებდნენ, მას ეს პრობლემები ახლა არ ექნებოდა. ამ ყველაფერზე ორი წლის შემდეგ საუბარი უკვე დაგვიანებულია, როცა მისი ბედი გადაწყვეტილია. ვანო მერაბიშვილის ფაქტორის გამოჩენას მხოლოდ დადებითად ვაფასებ, რადგან უფრო ნაკლები ადამიანი მისცემს ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ და უფრო შეუმცირდებათ ნდობა. თუ პოლიტიკაში ის ადამიანები უნდა დაბრუნდნენ, ვინც ქვეყანაში უამრავი დანაშაული ჩაიდინა, მგონია, რომ ამ პარტიას საკუთარი მომხრეებიც აქტიურად მიატოვებენ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო