საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოს ეწვია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს იორდანიის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა იუსეფ ა. ალ ჰნაითმა უმასპინძლა.

„მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მომავალი თანამშრომლობის გეგმები დასახეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ იორდანიის მხარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამხედრო მრეწველობისა და სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი მოქმედებს. დოკუმენტი 2021 წელს გენერალ-მაიორ იუსეფ ა. ალ ჰნაითის საქართველოში ვიზიტის დროს გაფორმდა და ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად. იორდანია საქართველოსთან ერთად ნატოს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორ ქვეყანას წარმოადგენს და ასევე, ნატოს თავდაცვისა და უსაფრთხოების აღმშენებლობის ინიციატივის მონაწილე ქვეყანაა. შესაბამისად, მხარეებმა ნატოსთან თანამშრომლობის ძირითადი ასპექტებიც მიმოიხილეს.

იორდანიაში ოფიციალური ვიზიტის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დელეგაციის წევრებთან ერთად, მეფე აბდულა მეორის სახელობის სპეციალური ოპერაციების ძალების მომზადების ცენტრი და იორდანიის დიზაინისა და განვითარების ბიურო მოინახულა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - სრულიად გაუგებარია, ან ხელისუფლების მხარდამჭერებს რა უხარიათ და ან ხელისუფლების ოპონენტებს, რეალურად, მნიშვნელოვანი ცვლილება ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად არ მომხდარა
გიორგი ცუცქირიძე - ლარის კურსის ვარდნა ეკონომიკაში ფუნდამენტურ ცვლილებებს არ უკავშირდება და აჟიოტაჟის შედეგი იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი