საბა ბუაძე - ჩვენ გვყავს მერი, რომელიც არის პათოლოგიურად უპასუხისმგებლო და რეალობას მოწყვეტილი

ჩვენ გვყავს მერი, რომელიც არის პათოლოგიურად უპასუხისმგებლო და რეალობას მოწყვეტილი, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს და თბილისის მერის საქმიანობას აკრიტიკებს.

„ჩვენ გვყავს მერი, რომელიც არის პათოლოგიურად უპასუხისმგებლო და რეალობას მოწყვეტილი. ძალიან სამწუხაროა, რომ 2023 წელიც ამ ცინიკური ბოდვით დაიწყო:

  1. ლიფტები თქვენი პასუხისმგებლობაა და მიხედეთო;
  2. მერიაში კორუფციაა და ყველას გაფრთხილებთ, თქვენი პასუხისმგებლობაა, რომ მსგავსი ფაქტები არ მოხდესო;
  3. მეტრო "გოცირიძის" ჩავარდნილი რეაბილიტაცია კომპანიის ბრალია;
  4. ვარკეთილის მეტროს პრობლემაც კომპანიის ბრალია;
  5. ვაკის პარკის ტრაგედია კომპანიის და 1-2 დაბალი რგოლის მოხელის ბრალიაო;
  6. უკანონო მშენებლობა დეველოპერების ბრალია;
  7. უპატრონო ცხოველებიც სხვისი ბრალია;
  8. დასუფთავების პრობლემები ხალხის ბრალია, ისინი ყრიან ნაგავს;
  9. ბეტონის ჯუნგლებში რომ ვცხოვრობთ, ეგ მხოლოდ წინა ხელისუფლების ბრალია.
  10. სიღარიბე ობიექტური მოცემულობაა და არა მისი ვინც 10 წელია ხელისუფლებაშია.

მადლობა ბატონო კახი, 5 მილიონიანი საახალწლო კონცერტი მართლა კარგია, ეგ ნამდვილად თქვენი პასუხისმგებლობაა“,-წერს ბუაძე სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო