ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნების" პოლიტიკა მხოლოდ იმას ემსახურება, რომ რუსეთის ხელისუფლება იყოს კმაყოფილი და ეს კმაყოფილება დღეს ლავროვმა დაადასტურა

ეს არის სამწუხარო რეალობა და ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის მოქმედებებთან მიმართებაში, უკრაინასთან მიმართებაში, სანქციებთან მიმართებაში არის ანტიევროპული, შესაბამისად, ანტიეროვნული და ის, მხოლოდ ემსახურება იმას, რომ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება იყოს კმაყოფილი, - ამის შესახებ "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, სერგეი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლების მიმართ კმაყოფილება დაადასტურა.

"ჩვენ ყოველთვის ვაფასებდით დღევანდელი ქართული ხელისუფლების მოქმედებას, როგორც აცდენილს მთელი ცივილიზებული სამყაროს პოლიტიკისგან, რომელიც ემსახურება ერთ რამეს, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან დაიმსახუროს შექება და ის მოხდა რასაც ველოდით. უკვე პირდაპირ რუსეთის ხელისუფალმა შეაქო "ქართული ოცნების" ხელისუფლება. ის განცხადებები, რომელსაც "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ და ეს არის სამწუხარო რეალობა, როდესაც რუსეთის ფედერაცია, რომელიც აქებს დღეისათვის ისეთ ავტოკრატიულ რეჟიმებს, როგორიც არის სირიაში, ბელარუსში, ახლა აქებს საქართველოს ხელისუფლებას. სწორედ ეს არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მოქმედების შეფასება, რომელიც რეალურად დაპირისპირებულია იმ პოლიტიკასთან, რასაც ახორციელებს დასავლეთი და ცივილიზებული სამყარო რუსეთის ფედერაციის მიმართ. ეს არის სამწუხარო რეალობა და ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების" პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის მოქმედებებთან მიმართებაში, უკრაინასთან მიმართებაში, სანქციებთან მიმართებაში არის ანტიევროპული, შესაბამისად, ანტიეროვნული და ის, მხოლოდ ემსახურება იმას, რომ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება იყოს კმაყოფილი და ეს კმაყოფილება დღეს ლავროვმა დაადასტურა", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის, "რომელიც ღიად და ურცხვად მოითხოვს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას".

მისივე თქმით, "ამ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვს გამბედაობა თქვას, რომ ისინი საკუთარი ინტერესებით, ეკონომიკური ინტერესებით, იხელმძღვანელებენ და ეს შექებას იმსახურებს".

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს