„სტრატეგია აღმაშენებელი“ - სიცრუე და ბინძური პროპაგანდაა, თითქოს, გიორგი ვაშაძემ ბინა რუსებს მიაქირავა - სინამდვილეში, პიროვნება უკრაინელი დევნილია, რომელიც ანაზღაურების გარეშე შეიფარა ვაშაძის ოჯახმა

თითქოს, გიორგი ვაშაძემ ბინა რუსებს მიაქირავა, სიცრუე და ბინძური პროპაგანდაა - პიროვნება უკრაინელი დევნილია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ტელეკომპანია „რუსთავი“ 2-ის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით აცხადებს.

როგორც პარტიის გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სიუჟეტში საუბარი იყო თითქოს, გიორგი ვაშაძემ რუსეთის მოქალაქეებს ბინა მიაქირავა, რაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ განმარტებითვე, „სიცრუე და ბინძური პროპაგანდაა“.

„ბოლომდე ლუსტრირებული პრორუსი ხელისუფლება, როგორც ჩანს, ძალიან ააღელვა ბოლო დროინდელმა იმ გადაწყვეტილებებმა და სამოქმედო გეგმებმა, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებელმა“ პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა და რომლის განხორციელებასაც უახლოეს დღეებში დავიწყებთ.

პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლება და მისი მედია ცდილობს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, თითქოს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ ბინა რუსებს მიაქირავა, რაც არის სიცრუე და ბინძური პროპაგანდა.

სინამდვილეში, აღნიშნული პიროვნება გახლავთ უკრაინელი დევნილი, რომელიც ანაზღაურების გარეშე შეიფარა გიორგი ვაშაძის ოჯახმა, ისევე როგორც ომის დაწყების პირველ თვეებში ზრუნავდა 15 უკრაინელ დევნილ ბავშვზე და დახმარების ხელი გაუმართა უკრაინაში მცხოვრებ ქართულ და უკრაინულ ოჯახებს, რისი რეკლამირება და ამით თავმომწონეობა არასდროს გვიცდია.

ვიმედოვნებთ, რომ საზოგადოება არ აჰყვება ამ პრიმიტიულ კამპანიებს და ამის გამო უარს არ იტყვის ლაჩარი და მოღალატე ხელისუფლების წინააღმდეგობის არაძალადობრივ პროტესტში მონაწილეობაზე“, - ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო