ბექა ოდიშარია ლავროვის განცხადებაზე - თუ აკვირდებით, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ დიდ გაჭირვებაშია, ამ პერიოდს დაემთხვევა რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებები და როგორც მაშველ რგოლს, ეჭიდებიან

თუ აკვირდებით, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ დიდ გაჭირვებასა და მძიმე შიდა პოლიტიკურ პროცესებშია, მათი რეიტინგი დეგრადირებს, როგორც წესი, ამ პერიოდს დაემთხვევა რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებები, რომელიც მათ ცოტა ხნით წატივტივების საშუალებას აძლევს და როგორც მაშველ რგოლს, ეჭიდებიან - ეს ყველაფერი საეჭვოდ ემთხვევა! - ასეთია „ქართული ოცნების“ დეპუტატის ბექა ოდიშარიას კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებულ პოზიტიურ შეფასებაზე.

როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, ლავროვისგან ვერანაირ ქათინაურს და შექებას ვერ მიიღებს.

„არაფერში გვჭირდება მათ შორის საქართველოს ეკონომიკური განვითარების ირგვლივ მათ მიერ აღქმული სტატისტიკა. რუსულ განცხადებებს “ნაციონალური მოძრაობა“, როგორც წესი, როგორც მაშველ რგოლს ეჭიდება და ამ განცხადებებზე აპელირებს. როგორც წესი, ეს იმ პროცესებს ემთხვევა ხოლმე როდესაც “ნაციონალური მოძრაობა“ შიდა პარტიული თუ სხვა მიმართულებით ჩიხშია შესული.

ის, რომ ეკონომიკა გაიზარდა, ეს საქართველოს მთავრობის წარმატებულად ოპერირების, მენეჯმენტის და პროცესების სწორად მართვის დამსახურებაა. ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხედულებები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და სხვა თემებზე, ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, „ალტ-ინფოს“ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, საქართველო, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას "ღიად და ურცხვად მოითხოვს".

„ამ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვს გამბედაობა თქვას, რომ ისინი საკუთარი ინტერესებით, ეკონომიკური ინტერესებით, იხელმძღვანელებენ - ეს შექებას იმსახურებს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას