ევროკავშირის ელჩი - ვიმედოვნებ, 12-ვე პრიორიტეტზე მნიშვნელოვანი პროგრესი მიიღწევა - ჩვენ ჯერ კიდევ ველით ზოგიერთ გადაწყვეტილებას, მაგალითად, სახალხო დამცველის არჩევაზე

ვიმედოვნებ, რომ 12-ვე პრიორიტეტზე მნიშვნელოვანი პროგრესი მიიღწევა , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საკანონმდებლო ორგანოში, საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამასთან, დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროპული კომისიის მოსაზრება დადებითი იქნება და ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს გადაწყვეტილება, ამ წლის ბოლოს, საქართველოს ევროპული მისწრაფებების სასარგებლოდ იქნება მიღებული.

„მუშაობა 12 პრიორიტეტზე გრძელდება. ბევრ პრიორიტეტზე პროგრესი შეინიშნება. სხვა პრიორიტეტებზე ჩვენ ჯერ კიდევ ველით ზოგიერთ გადაწყვეტილებას. მაგალითად, სახალხო დამცველის არჩევაზე. სხვა პრიორიტეტებზე ვიცი, რომ მუშაობა პარლამენტში ამ მომენტისთვის შეჩერდა, რადგან ვენეციის კომისიას მოსაზრებისთვის მიმართეს. ვიცი, რომ როცა ეს მოსაზრება მზად იქნება, მუშაობა აღდგება“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით