გურამ მაჭარაშვილი - არსებობს გამოთქმა: „ჯოჯოხეთში ისეთი ამბები იყო, ეშმაკი კუთხეში იჯდა და პირჯვარს იწერდაო“ - "ნაცმოძრაობაში" ასეთი ამბები მიდის

არსებობს გამოთქმა: „ჯოჯოხეთში ისეთი ამბები იყო, ეშმაკი კუთხეში იჯდა და პირჯვარს იწერდაო“ - "ნაცმოძრაობაში" ასეთი ამბები მიდის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, “ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატები ნიკა მელია, გიორგი მუმლაძე და ლევან ხაბეიშვილი მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ "ნაცმოძრაობას" მმართველობის სტილი, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა, არ შეუცვლია.

“ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა ზუსტად ისე მიდის, როგორც ისინი საზოგადოებასა და ბიზნესს ებრძოდნენ. მერაბიშვილსა და კეზერაშვილს ეს პარტია არ სჭირდებათ პოლიტიკისთვის, სჭირდებათ ფინანსური უზრუნველყოფისთვის. უკვე ხაბეიშვილმა დაადასტურა, რომ მის კანდიდატურას მხარს მერაბიშვილი უჭერს, რომელიც საქართველოში რევოლუციას უჭერს მხარს. ხაბეიშვილის სლოგანია: - ხალხო ამირჩიეთ, მხარს მერაბიშვილი მიჭერს და საქართველოში რევოლუცია უნდა მოვახდინოო. ახლა მელიამ მერაბიშვილის ძველი ცოდვები გაიხსენა...

არსებობს გამოთქმა - “ჯოჯოხეთში ისეთი ამბები იყო, ეშმაკი კუთხეში იჯდა და პირჯვარს იწერდაო“ - "ნაცმოძრაობაში" ასეთი ამბები მიდის“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო