კახა კალაძე - ჩემო უკრაინელო მეგობრებო, თქვენთან ერთად ვწუხვარ და განვიცდი იმ შემზარავ ტრაგედიას, რაც ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნას მოჰყვა

თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინაში, ქალაქ ბროვარში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვას და დაღუპულების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„ჩემო უკრაინელო მეგობრებო, თქვენთან ერთად ვწუხვარ და განვიცდი იმ შემზარავ ტრაგედიას, რაც ქალაქ ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნას მოჰყვა. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების და მთელი უკრაინის გულისტკივილს“,-წერს კალაძე.

ცნობისთვის, კიევის ოლქში, ბროვარში, საბავშვო ბაღთან ახლოს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულია უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი. დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. ამასთან, დაშავებულია 29 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო