გიგა ბოკერია - ლავროვის განცხადება არის კიდევ ერთი სიმპტომი იმის, თუ როგორ დაუცველს ტოვებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს რუსეთის აგრესიისგან

პუტინის რუსეთს, პუტინს, ლავროვს ახარებს, როდესაც საქართველო არის იზოლირებული დასავლეთისგან და მისი აგრესიისგან არის დაუცველი, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებაზე დასავლეთისგან ზეწოლას განიცდის და "ამ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვს გამბედაობა თქვას, რომ საკუთარი ინტერესებით იხელმძღვანელებენ, ეს შექებას იმსახურებს".

ბოკერიას თქმით, ლავროვის განცხადება არის კიდევ ერთი სიმპტომი იმის, თუ როგორ დაუცველს ტოვებს საქართველოს ივანიშვილის რეჟიმი რუსეთის აგრესიისგან.

„ყველამ, ვინც აქამდე მოტყუვდა ივანიშვილის პროპაგანდით, რომ თითქოს გადავრჩით რუსეთის თავდასხმას, უნდა გაიხსენოს მაგალითები, თუ რა მოსდით რუსეთის მოკავშირეებს, მათ შორის, ღია მოკავშირეებს. გაიხსენოს რა მოუვიდა ჩვენ მეზობელს, რა მოუვიდა თავის დროზე შევარდნაძეს, რა მოუვიდა იანუკოვიჩს. ამიტომ ეს განცხადება არის კიდევ ერთი სიმპტომი იმის, თუ როგორ დაუცველს ტოვებს საქართველოს ივანიშვილის რეჟიმი რუსეთის აგრესიისგან”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, „ალტ-ინფოს“ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, საქართველო, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას „ღიად და ურცხვად მოითხოვს".

„ამ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვს გამბედაობა თქვას, რომ ისინი საკუთარი ინტერესებით, ეკონომიკური ინტერესებით, იხელმძღვანელებენ - ეს შექებას იმსახურებს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო