რატი იონათამიშვილი ლავრობის განცხადებაზე - დავაკვირდებით, ვინ როგორ განავრცობს თემას, რა ხანგრძლივობის სიუჟეტებს მიუძღვნიან - ესეც ერთგვარი ლუსტრაცია იქნება

ყურადღებით დავაკვირდებით ვინ როგორ გამოიყენებს და განავრცობს ამ თემას, რა ხანგრძლივობის სიუჟეტებს მიუძღვნიან , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მისივე თქმით, გამოვლინდება ვინ არიან საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის მოკავშირეები.

„ჩვენი საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესოა, რა კითხვას დასვამს მოსკოვში „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი, ან რა პასუხს გასცემს მას ამ კითხვაზე ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ ძალიან საინტერესო იქნება და ჩვენც ყურადღებით დავაკვირდებით ვინ როგორ გამოიყენებს და განავრცობს ამ თემას, როგორც კითხვის დასმას, ასევე მასზე პასუხის გაცემას და რა ხანგრძლივობის სიუჟეტებს მიუძღვნიან ამას”,- განაცხადა იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, გამოვლინდებაა, ვინ არიან საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის მოკავშირეები.

„ვფიქრობ, რომ ესეც ერთგვარი ლუსტრაცია იქნება იმის, რომ ძალიან ხშირად ხდება, როდესაც ჰიბრიდული ომის სხვადასხვა ტექნოლოგიებს საქართველოს წინააღმდეგ სინქრონულად იყენებენ ხოლმე ერთის მხრივ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები და მერე რადიკალური ოპოზიცია და „ნაციონალური მოძრაობა“ “ - განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, „ალტ-ინფოს“ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, საქართველო, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას "ღიად და ურცხვად მოითხოვს".

„ამ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვს გამბედაობა თქვას, რომ ისინი საკუთარი ინტერესებით, ეკონომიკური ინტერესებით, იხელმძღვანელებენ - ეს შექებას იმსახურებს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება