თაზო დათუნაშვილი - ავსტრალიური მედია წერს, რომ გუდაურში უცხოელ ინსტრუქტორებს ადგილობრივები მუშაობის საშუალებას არ აძლევენ, შეურაცხყოფას აყენებენ და ფიზიკური ძალადობით ემუქრებიან - შსს რას აკეთებს?

ავსტრალიური მედია წერს, რომ გუდაურში უცხოელ ინსტრუქტორებს ადგილობრივები მუშაობის საშუალებას არ აძლევენ, შეურაცხყოფას აყენებენ და ფიზიკური ძალადობით ემუქრებიან, - ამის შესახებ "ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

თაზო დათუნაშვილის თქმით, თუ შინაგან საქამეთა სამინისტრო და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები სათანადო რეაგირებას არ მოახდენენ, ეს დაანგრევს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და ნდობას ქვეყნის მიმართ.

"ავსტრალიური მედია წერს, რომ გუდაურში უცხოელ ინსტრუქტორებს ადგილობრივები მუშაობის საშუალებას არ აძლევენ, შეურაცხყოფას აყენებენ და ფიზიკური ძალადობით ემუქრებიან! ორ კვირაში ბაკურიანში „ფრისტაილის“ მსოფლიო ჩემპიონატი იწყება!

ამბავი მარტივადაა, უცხოელი სერტიფიცირებული ინსტრუქტორები ჩამოდიან და კურორტზე დამსვენებლებს სთავაზობენ თავის სერვისებს, ანუ ბიზნესს აკეთებენ. ამ ბიზნესს უკვე წლებია ადგილობრივებიც აკეთებენ, ისინიც თხილამურზე დგომას ასწავლიან დამსვენებლებს.

ერთი რამაა აქ მთავარი, ეს “კომერციული კონფლიქტი" ჩხუბამდე და ცემა-ტყეპამდე მივიდა, პოლიცია აქ სადაა? შსს რას აკეთებს? აი ყაზბეგის ის პოლიცია, ალუდა ღუდუშაური, რომ აჩუქა საქართველოს! თქვენ მართლა ხომ არ გადაირიეთ ხალხო? თემურ წყობილებას ვაბრუნებთ? სისხლით უნდა გადაწყდეს კონფლიქტი მაინც და მაინც?

სამარცხვინოა უკვე ეს ყველაფერი და თქვენმა სამარცხვინოობის ამბავმა უკვე ავსტრალიაშიც კი ჩააღწია!

გინდა დავოსში იარეთ, გინდა მსოფლიო ჩემპიონატი ჩაატარეთ, აი ამ ერთ ამბავს შეუძლია ათწლეულების მანძილზე დაანგრიოს კურორტის რეპუტაცია და ეს მხოლოდ გომელაურისა და მისი პოლიციის ბრალი იქნება!“, - აცხადებს თაზო დათუნაშვილი.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის