პარლამენტის სამი კომიტეტის ერთობლივი თემატური მოკვლევის ჯგუფმა შეხვედრა  გამართა

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივი თემატური მოკვლევის - „ბაზრის მოთხოვნაზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობა თანამედროვე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით" ფარგლებში პირველი ზეპირი მოსმენა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამასახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც სამუშაო ჯგუფის მთავარი მომხსენებელი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი უძღვებოდა, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს მოუსმინეს. სამუშაო შეხვედრაზე უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებსა და ძირითად გამოწვევებზე იმსჯელეს.

გიორგი ცაგარეიშვილმა თემატური მოკვლევის მიზანსა და არსებული პრობლემის გადაჭრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„თუ ეს საკითხები ახლა არ მოვაგვარეთ და არ დავიწყეთ ამაზე ფიქრი, ძალიან გაგვიჭირდება ბევრი მიმართულებით ვიყოთ კონკურენტუნარიანი საზოგადოება", - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

მისი თქმით, თემატური მოკვლევის შედეგები და შემუშავებული რეკომენდაციები აღსასრულებლად შესაბამის სახელმწიფო უწყებებს გაეგზავნება.

„აღნიშნული თემატური მოკვლევის მიზანია აგრარულ და გარემოსდაცვით სფეროში დეფიციტური პროფესიების იდენტიფიცირება და აღნიშნული დეფიციტის გამომწვევი მიზეზების შესწავლა“,- აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა