რელიგიის სააგენტოს ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაცია ესტუმრა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, თბილისში ვიზიტით იმყოფებიან: აჰლ ბეითის მსოფლიო ასამბლეის გენერალური მდივანი, აიათოლა რეზა რამეზანი, აჰლ ბეითის მსოფლიო ასამბლეის საერთაშორისო საქმეთა ხელმძღვანელის მოადგილე, აბდოლრეზა რაშედი და აჰლ ბეითის მსოფლიო ასამბლეის დსთ-სა და თურქეთის სამმართველოს უფროსი, ჰასან სადეყიანი. ირანელ სტუმრებთან ერთად, სააგენტოს ეწვივნენ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მაჰმუდ ადიბი, კულტურის საკითხებში საელჩოს მრჩეველი, აჰმად ალი მეჰრი არდესტანი, ალმოსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ჰასან იუსეფზადე და კულტურის განყოფილების თანამშრომელი, მაჰდი ზარე.

სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმრებს გააცნო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა და განხორციელებული აქტივობები. მან ხაზი გაუსვა ისლამის ქართულ ფენომენს, შიიტი და სუნიტი მუსლიმების ჰარმონიულ და მშვიდობიან თანაარსებობას საქართველოში და ამის მაგალითად მათი ერთობლივი ლოცვა მოიყვანა.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძის თქმით, ადამიანის რელიგიური თავისუფლება საქართველოს სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა და სააგენტო აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ამ უფლებით საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ, რელიგიური აღმსარებლობისა და ეროვნების მიუხედავად, დაუბრკოლებლად ისარგებლოს.

„სტუმრები დაინტერესდნენ რელიგიის სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებით და ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობით. მათ მადლობა გადაუხადეს სააგენტოს თავმჯდომარეს მიღებისათვის და იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოში სხვადასხვა რელიგიებს შორის არსებული თანამშრომლობა მაგალითი გახდება სხვა ქვეყნებისთვისაც“,- ნათქვამია ინფორმაციაშია.

შეხვედრას ესწრებოდნენ: რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე, ანალიტიკოსი, ზვიად ტყაბლაძე, პროტოკოლის მენეჯერები, გვანცა ცხოვრებაძე და ნათია გუდაძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო