საქართველოს შს მინისტრი ბროვარიში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს შს მინისტრი ბროვარიში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ბროვარიში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს მიუსამძიმრა.

ამის შესახებ განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა.

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მინისტრი ვახტანგ გომელაური გამოხატავენ ღრმა მწუხარებას ბროვარიში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. გვსურს ჩვენი თანაგრძნობა გავუზიაროთ დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენს კოლეგებს და უკრაინის ხალხს”,- აღნიშნულია სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე.